Georgian Airways-ი საჰაერო აბრეშუმის გზის განვითარების პროექტში ჩაერთვება

თბილისი (BPI) – Georgian Airways-ი საჰაერო აბრეშუმის გზის განვითარების პროექტში ჩაერთვება. ამ დროისთვის ჩინურ მხარესთან ერთად პროექტის შესწავლა მიმდინარეობს.

როგორც Georgian Airways-ის გენერალური დირექტორი რომან ბოკერია Avianews.ge-სთან ამბობს, საპარტნიორო ფონდის ინიციატივით კომპანიას ჩინელი ბიზნესმენები ეწვივნენ ჩინეთიდან კარგო გადაზიდვების განვიტარების მიზნით.

„ჩინეთის მთავრობის სპეციალური ფონდი, რომელიც მუშაობს საგზაო, სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო გადაზიდვების მიმართულებაზე. მათგან მივიღეთ შეთავაზება საჰაერო აბრეშუმის გზის პროექტში მონაწილეობაზე. საქართველოს მთავარი აქტივი დ უპირატესობა გეოპოლიტიკური მდებარეობაა და გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა გავხდეთ  საერთაშორისო გადაზიდვების ჰაბი – დავაკავშიროთ აზია და შუა აღმოსავლეთი ევროპას და საქართველო იყოს კარიბჭე“, – განმარტავს ბოკერია.

მისივე თქმით, ჩინური მხარე გადმოზიდავს ტვირთს საქართველოში და საქართველოდან ტვირთის მიწოდებას ქართული ავიაკომპანია უზრუნველყოფს. „მათი ინტერესი გამყარებულია იმით, რომ Georgian Airways-ი არის ერპვნული გადამზიდავი და ჩვენ შეგვიძლია ეს ტვირთები დანიშნულებისამებრ გადავზიდოთ. ჩვენს მიმართულებებს შესაძლოა დაემატოს ჩინეთი, ინდოეთი და სხვა“.

რომან ბოკერია ამბობს, რომ ამ დროისთვის მიმდინარეობს შესწავლის პროცესში და მასში ჩართულია Georgian Airways-ი, რაც შეეხება ტვირთის დასაწყობებას საქართველოს ეროვნულ ფოსტასთან ურთიერთობა ავიაკომპანიას მისი ტერმინალის გამოყენების შესაძლებლობას მისცემს. „მოთხოვნა ქმნის წინადადებას და აქედან გამომდინარე, ჩვენ მზად ვართ ამ ინფრასტრუქტურის განსავითარებლად“, – აცხადებს Georgian Airways-ის გენერალური დირექტორი.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …