Georgian Airways-ი​ განცხადებას ავრცელებს

თბილისი (BPI) – ავიაკომპანია Georgian Airways-ის მენეჯმენტი საქართველოს მთავრობას მადლობას უხდის. როგორც ავიაკომპანია Georgian Airways-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიარეისების გაუქმებამ კომპანიას დიდი ფინანსური ზარალი მიაყენა. ამის შემდეგ კი კომპანიის მენეჯმენტმა თხოვნით მიმართა საქართველოს მთავრობას, რომ მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში მყოფი ავიაკომპანიისთვის ფინანსური დახმარება გაეწია, რაზეც მთავრობაში დადებითი გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

“საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის შეჩერებამ ავიაკომპანია Georgian Airways-ი​მნიშვნელოვანი დარტყმის ქვეშ დააყენა და მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში ჩააგდო.  ავიაკომპანიას მოუწია უკვე რეალიზებული ავიაბილეთების 80%-ის უკან დაბრუნება, გარდა ამისა მკვეთრად შემცირდა ავიაბილეთების შეძენის მსურველთა რიცხვი, რითაც ავიაკომპანიამ ჯამში დაახლოებით 25 მილიონი დოლარის ზარალი მიიღო.

ავიაკომპანია Georgian Airways-ის მენეჯმენტმა თხოვნით მიმართა საქართველოს მთავრობას რომ მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში მყოფი ავიაკომპანიისთვის გაეწია ფინანსური დახმარება. საქართველოს მთავრობამ გაითვალისწინა ავიაკომპანიის თხოვნა და მიიღო გადაწყვეტილება რომ  ზიანის ნაწილობრივი კომპენსაცია მოეხდინა Georgian Airways-თვის​ რითაც გვერდში დაუდგა ქართულ ავიაკომპანიას. გვსურს დიდი მადლობა გადავუხადოთ საქართველოს მთავრობას გაწეული დახმარებისათვის და ვიმედოვნებთ რომ არსებული პრობლემები უახლოეს მომავალში სრულად აღმოიფხვრება”, აღნიშნულია  Georgian Airways-ის განცხადებაში. 

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …