Georgian Airways-ის ბორტგამცილებლები პაციენტთა მომვლელებად ინაცვლებენ

თბილისი (BPI) – Georgian Airways-ი მსოფლიოში გავრცელებული ახალი კორონავირუსის გამო, მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, ავიაკომპანიაში დასაქმებული ბორტგამცილებლები საავადმყოფოებსა და საკარანტინო ზონებში მოთავსებულ პაციენტთა მოსავლელად, ე.წ. მოხალისეებად წარადგინოს.

კომპანიის ცნობით, Georgian Airways-ში 30 მაღალკვალიფიციური ბორტგამცილებელი ირიცხება, რომელსაც პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევის სრული კურსი აქვს გავლილი აქვს და აქვს საჭირო პროფესიული მომზადება კრიტიკულ მდგომარეობაში აღმოჩენილი ადამიანებისთვის პირველადი დახმარების გაწევის საქმეში.

“იმ შემთხვევაში, თუკი სამედიცინო სფეროში ე.წ. მოხალისეების ნაკლებობა იქნება, ავიაკომპანიის თანამშრომლები მზად არიან, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები და მითითებები შეასრულონ და პანდემიასთან ბრძოლის ღონისძიებებში სრულად ჩაერთონ”, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

მთავრობის მხრიდან აღნიშნულ ინიციატივაზე დადებითი პასუხის შემთხვევაში, ბორტგამცილებლების საშვებულებო ანაზღაურებას ავიაკომპანია სრულად უზრუნველყოფს.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ …