GEclose2EU-ს ფარგლებში საშობაო გამოფენა-გაყიდვა იმართება

თბილისი (BPI) – 17 დეკემბრიდან 15 იანვრის ჩათვლით, „სითი მოლი – საბურთალოს” ეზოში საშობაო გამოფენა-გაყიდვა ტარდება. ყოველ დღე, 12:00 საათიდან 22:00 საათამდე საშობაო სოფელი ადგილობრივ მეწარმეებს მასპინძლობს, რომელებიც მოსულ სტუმრებს სხვადასხვა ტიპის პროდუქციას სთავაზებენ.

საშობაო გამოფენა-გაყიდვა პროექტის „GEclose2EU” ფარგლებში იმართება, რომელიც შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ (EPRC) მიერ, სააგენტოსთან „აწარმოე საქართველოში“ პარტნიორობით.

პროექტში სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარები იღებენ მონაწილეობას. მეწარმეებს საშუალება აქვთ ბაზრობის სტუმრებს პირადად გააცნონ საკუთარი პროდუქცია და გამოფენილი ნაწარმი. საშობაო სოფელში ასევე სხვადასხვა ტიპის გასართობი აქტივობები და ღონისძიებები ტარდება.

სტუმრებს საშუალება აქვთ ჩაერთონ საახალწლო ღონისძიებებში, დააგემოვნონ ქართული ღვინო და გლინტვეინი, ასევე შეიძინონ ქართული პროდუქცია, ნუგბარი, ხელნაკეთი ნივთები და აქსესუარები.

პროეტის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართველ მეწარმეებს, რაც შეიძლება ფართო აუდიტორიას გააცნოს ადგილობრივი ნაწარმი და დაეხმაროს მცირე და საშუალო მეწარმეებს საკუთარი პროდუქციის პოპულარიზაციაში.

საშობაო სოფელი ქავთარაძის N1-ში, „სითი მოლი – საბურთალოს” ეზოში 17 დეკემბერს გაიხსნება და 15 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.

გამოფენა-გაყიდვაში 100-ზე მეტი მეწარმე მიიღებს მონაწილეობას.

შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით საქართველოში ახალი პროექტი „ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან“ („GEclose2EU”) 2018 წლიდან დაიწყო. პროექტს ახორციელებს „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი” (EPRC) სააგენტო „აწარმოე საქართველოსთან“ თანამშრომლობით.

შემთხვევითი სიახლე

სებ-ი საპენსიო ფონდების ზედამხედველების საერთაშორისო ორგანიზაციის მმართველი წევრია

თბილისი (BPI) – 2019 წლის დეკემბრიდან საქართველოს ეროვნული ბანკი საპენსიო ფონდების ზედამხედველების საერთაშორისო ორგანიზაციის მმართველი …