გაზპრომმა 2,5 თვის წარმოებისა და გაყიდვების მაჩვენებლები გამოაქვეყნა

რუსული ენერგეტიკული კომპანია „გაზპრომი“ იტყობინება, რომ მიმდინარე წლის 1-ლი იანვრიდან 15 მარტამდე, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ბუნებრივი აირის წარმოება არ შემცირებულა, მაგრამ,  გაზის ექსპორტი  28,5%-ით შემცირდა.

პირველადი მონაცემებით, კომპანიის ბუნებრივი აირის წარმოება 111,5 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს. აღნიშნულ პერიოდში კომპანიის ბუნებრივი აირის ექსპორტი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) მიღმა ქვეყნებში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28,5%-ით შემცირდა და 30,7 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა.

ამავე მონაცემებით, მიმდინარე წლის 2,5 თვეში გაზპრომის ექსპორტი თურქეთში გაიზარდა 21,1 პროცენტით, იტალიაში 51,7 პროცენტით, პოლონეთში 71,8%-ით, ხორვატიაში 110,9%-ით და საბერძნეთში 34%-ით. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ევროპაში ბუნებრივი აირის მიწისქვეშა საწყობების ტევადობის მაჩვენებელი ამჟამად 26,2%-ს შეადგენს.

 

შემთხვევითი სიახლე

კანადამ ილონ მასკის Neuralink-ს ტვინის ჩიპების ადამიანებზე გამოცდის ნებართვა მისცა

კანადამ ილონ მასკის Neuralink-ს ტვინის ჩიპების ადამიანებზე გამოცდის ნებართვა მისცა, – იუწყება Reuters-ი. საქმე ეხება …