გარემოზე ზემოქმედების შეფასების და სტრატეგიული შეფასების ფუნქციები გარემოს ეროვნულ სააგენტოს გადაეცემა

“გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში” ცვლილებების პროექტი მეორე მოსმენით განიხილეს და 84 ხმით მიიღეს დეპუტატებმა  დღევანდელ პლენარულ სხდომაზე.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ნინო თანდილაშვილის თქმით, პროექტით განსაზღვრულია ინსტიტუციური ხასიათის  ცვლილებები. გარემოზე ზემოქმედების შეფასების და სტრატეგიული შეფასების ფუნქციები სამინისტროს ცენტრალური ადმინისტრაციიდან გადაეცემა  სამინისტროს სისტემაში შემავალ უწყებას – გარემოს ეროვნულ სააგენტოს. რაც მომხსენებლის განცხადებით მნიშვნელოვნად გაამარტივებს, უფრო ეფექტიანს და ეკონომიურს გახდის გარემოზე ზემოქმედების შეფასების სფეროში გადაწყვეტილებების მიღების პროცესს.

შესაბამისი ცვლილება ხორციელდება თანმდევ პაკეტში შემავალ კანონპროექტებშიც, სადაც  გარემოზე ზემოქმედების შეფასებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოდ გარემოს ეროვნული სააგენტო იქნება განსაზღვრული.

შემთხვევითი სიახლე

2025 წლის მონაცემებით, ფოთის პორტში ყველაზე მეტი კონტეინერი მაისში დამუშავდა

2025 წლის იანვრიდან დღემდე, ეიპიემ ტერმინალს ფოთმა მაისის თვეში ყველაზე მეტი, 58 629 TEU კონტეინერი დაამუშავა. …