თბილისი (BPI) – ფინანსური განათლების წლად ნომინირებული 2018 ყველაზე გამორჩეული 600 000 მსესხებლისთვის აღმოჩნდა, რომელთა ვალები (ძირი თანხა 2 000 ლარამდე) განულდა. საბანკო და არასაბანკო სექტორისგან უიმედო სესხების პორტფელი ფონდმა ქართუმ შეისყიდა და შედეგად ვალი განულდა. კრედიტინფოს ბაზაში კი ახალი სტატუსი გაჩნდა „ნაყიდია ქართუს მიერ“ .
რამდენად გაიზრდება ნაპატიებ მსესხებელთა ფინანსური განათლება და პასუხიმგებლობა 2019 წელს შევიტყობთ. ბანკების ლობი იმედოვნებს, რომ ვალგასტუმრებულებს უიმედო ვალებისკენ ვერც ერთი კრედიტორი ვეღარ უბიძგებს.
2018 წელს ბანკების მთავარი ლობი, ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე აფასებს:
„რეგულაციების კუთხით მნიშვნელოვანი ცვლილებები გატარდა. საბოლოოდ გამოცხადდა დაკრედიტების ახალი წესი გაზრდილი კოეფიციენტებით და 1 იანვრიდან შევა ძალაში. მაისის 50% შეზღუდვა სასესხო განაკვეთებზე სერიოზული განაცხადი იყო, რასაც ვერ ვიტყვი სხვა რეგულაციებზე. იანვრიდან ამოქმედდება 200 000 ლარამდე გაზრდილი შეზღუდვა სავალუტო სესხებზე. საფინანსო სექტორს სავალურტო დაკრედიტება კიდევ $40 მლნ-ით შეეზღუდა.
რეფორმებმა მომავალი ტრენდი უნდა განსაზღვროს. ის ემსახურება რისკების მინიმიზაციას. ზედამხედველობის ქვეშ მოექცა სესხის გამცემი ყველა საფინანსო ორგანიზაცია, რომლის მაცდუნებელი შეთავაზებების გამო ბევრი დაზარალდა, მათი დაცვა ვერ მოხერხდა“, – სილქ როუდ ბანკის გენერალური დირექტორი ალექსანდრე ძნელაძე (2019 წელს პოსტს ტოვებს და მხოლოდ ლობისტობით დაკავდება) მომხმარებლის დაცვის ახალი ბერკეტებით ზედამხედველის აღჭურვას მეტი პასუხიოსმგებლობით უყურებს. წინაწარი შეფასებებისგან თავს იკავებს და აცხადებს, რომ პროდუქტების მიმართულებით 2019 წელს უფრო მეტი სამუშაო იქნება. სებ-ს დაკრედიტების 13-14% ზრდის ტრენდის აქვს ნაპროგნოზირები და ამას მიღწევა სჭირდება.
●ლარიზაცია
ალექსანდე ძნელაძე 2019 წელს ლარიზაციის ეფექტის გაძლიერებას ელის. წელს კამპანიამ ბანკების პორტფელი 14%-იანი შედეგზე გაიყვანა, თუმცა წლის მე-2 ნახევარში დაანონსებულმა სასესხო რეგულაციებმა სავალუტო იპოთეკა მნიშვნელოვნად გაზარდა, რისი შებოჭვაც სებ-მა ვერ მოახრეხა.
2017 წელი საბანკო სექტორმა 26.2 მლრდ ლარის საკრედიტო დაბანდებით დაასრულა (2017 -22.4 მლრდ). დედოლარიზაციას ბევრი სკეპტიკურად უყურებს, რადგან ხელოვნურად დაგრძელებული ლარი მაინც სუსტია დოლართან მიმართებაში და ეკონომიკის ზრდის გარეშე ვერ გაძლიერდება ისე რომ ვადიანი ანაბრების დოლარის ანგარიშიდან დეპოზიტარებმა ლარზე გადაიტანოს.
დაკრედიტების მიმართულებით სებ-მა ბანსკები წამახალისებელი ახალი სარეზერვო მოთხოვნები აამოქმედა დოლარით მოზიდულ სახსრებზე უფრო მეტს არეზრვებინებს ბანკს.
ლარის გაძლიერების ინსტრუმენტის გარდა წლის მნიშვნელოვან რეგულაციად ბანკირები 50% ზღვრულ სასესხო განაკვეთს მიიჩნევენ. შემოსავლების დადასტურების ნაწილში გამკაცრებული დაკრედიტება არ ხიბლავთ, თუმცა პრეტენზიებს არ გამოთქვამენ.
● თიბისი ბანკი, ვახტანგ ბუცხრიკიძე (გენერალური დირექტორი)
„ყველაზე მთავარია კლიენტმა იგრძნოს ჩვენი ზრუნვა და მხარდაჭერა, რომ თიბისი მისი ბანკი მის გვერდითაა.ამასთან ეკონომიკაში 30%-მდე წილი და სისტემური ბანკის სტატუსი ქვეყნის წინაშე დიდ პასუხიმგებლობას გვაკისრებს. უმთავრესია ინდივიდუალური მიდგომის და პარტნიორული ურთიერთობის შენარჩუნება. ლონდონის ბირჟაზე პოზიციონირებაც არანაკლებია, თუმცა სწორება მაინც მომხმარებლის კმაყოფილებაზე კეთდება. განსაკუთრებით კმაყოფილი ვარ ციფრული სტრატეგიის სფეროში მიღევებით, რამდენადაც ციფრული არხებით ტრანზაქციები და რეალიზაცია იზრდება. ჩვენი ციფრული ბანკი Space სულ უფრო მეტ კლიენტს იზიდავს და უკვე დაახლოებით 186 000 მომხმარებელი ჰყავს“.
არასრული წლის (01.12.2018) მდგომარეობით, ბანკი ₾14.6 მლრდ -ის აქტივებით, (2017 – 36.2%) 38% ხვ წილით არის წარმოდგენილი.
TBC | 2018 | 2017 |
აქტივები | ₾14,6 მლრდ | ₾12.5 მლრდ |
სესხები | ₾10,2 მლრდ | ₾8.5მლრდ |
დეპოზიტები | ₾9,1 მლრდ | ₾7.9 მლრდ |
წმინდა მოგება | ₾320,5 მლნ | ₾238 მლნ |
სახედამხედვ კაპიტალი | ₾2.2 მლრდ | ₾1.891 მლრდ |
● საქართველოს ბანკი, კახა კიკნაველიძე (გენერალური დირექტორი)
“პოზიტიური წელი იყო. სტაბილურობა როგორც მოველოდით უფრო გამყარდა.
საქართველოს ბანკი სისტემური ბანკია, ბაზრის მსხვილი მოთამაშე და მისი წარმატება წარმატებული ეკონომიკური გარემოს გარეშე წარმოუდგენელია. ამიტომაც წელს მნიშვნელოვანი გეგმები განვახორციელეთ კორპორაციულ სექტორში. ვკონცენტრირდით, ბიზნესის დაფინანსებაზე, მათ შორისაა მიკო მცირე და საშუალო საწარმოები.
ეკონომიკის წლის ტრენდი არის ლარის ემისიები, რაც ლარიზაციის გრძელვადიან კამპანიის თანმიმდევრული გაგრძელებაა.”
თუმცა ამით კახა კიკნაველიძე საქართველოს ბანკში მოღვაწეობას ასრულებს. ის მურთაზ კიკორიას სებ-ში წასვლის შემდეგ (რომელმაც სებ-იც დატოვა) მართავს ბანკს და მომავალ CEO-ს კარგ სასტარტო პოზიციაში ახვედრებს.
სისტემური ბანკი აქტივების მიხედვით, 34.6% ხვ წილით მე-2 ადგილზეა
BOG | 2018 | 2017 |
აქტივები | ₾ 13.3 მლრდ | ₾11.95 მლრდ |
სესხები | ₾ 8,7 მლრდ | ₾7.06მლრდ |
დეპოზიტები | ₾9.02 მლრდ | ₾6.77 მლრდ |
წმინდა მოგება | ₾283 მლნ | ₾328 მლნ |
სახედამხედვ კაპიტალი | ₾1,8 მლრდ | 1.7 მლრდ |
კობა გვენეტძე, სებ-ის პრეზიდენტი
„2018 ფინანსური განათლების წელი სრულდება, თუმცა მიმართულება პრიორიტეტულად რჩება 2019 წელსაც, რომელიც სებ-ისთვის საიუბილეოა. საქართველოს ეროვნულ ბანკს 2019 წელს 100 წელი უსრულდება მთელი წლის განმავლობაში არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი. იუბილესთან დაკავშირებით მოიჭრება ახალი 5 ლარიანი ნომინალის საკოლექციო მონეტა, რომლის დიზაინი უკვე შემუშავებულია.
საბანკო სისტემამ რთულ პერიოდს გაუძლო, რაც ოპტიმალური პრუდენციულ პოლიტიკის შედეგია. რამაც სისტემის სტაბილურობა უზრუნველყო. ჩვენი მიზანია დავეხმაროთ კომერციულ საბანკო სისტემას შეინარჩუნოს დაკრედიტების ჯანსაღი პრაქტიკა და ამ მიმართულებით წელს მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. რამდენიმე რეგულაციით, რამაც პასუხიმგებლიანი დაკრედიტების ეპოქა უნდა დაიწყოს.
საბანკო სექტორი ერთადერთი სექტორია საქართველოში, რომელიც აბსოლუტურად გამჭვირვალეა. არცერთ სხვა სექტორზე ასეთი ინფორმაცია არ მოიპოვება და ამის გამო ხშირად ხდება კრიტიკის ობიექტი. ამიტომ მოვუწოდებ სხვა სექტორებს, ეცადონ ამ მიმართულებით წავიდნენ და გამჭვირვალე გახადონ სისტემა“.
●რეგულაციების სიკეთე და რისკი
2 ბანკის დომინანტობით კონცენტრირებული ბაზარი ინვესტიორებს რისკებს უმცირებს და იზიდავს, თუმცა საფრთხეებს ქმნის. ამის პრევენციისთვის შექმნა სებ-მა დამატებითი ბუფერები.
თიბისის, ლიბერთის და საქართველოს ბანკს 1 იანვრიდან +1%; +0.6%; +1% დამატებითი კაპიტალი მოეთხოვებათ. ლიბერთის, რომელიც სისტემურებთან სოციალური ვალდებულებების მომსახურების ნიშნით მოხვდა.
●ლიბერთი ბანკი უმსხვილესი ბანკების რეიტნგში მე-3 პოზიციაზე მყოფი ყველაზე ფართო ქსელით არის წარმოდგენილი, 2 მლნ-ზე მეტი მომხარებელი ჰყავს თიბისი და საქართველოს ბანკის მსგავსად, თუმცა პორტფელი ძირითადად ფიზიკური პირების სესხებით შედგება, 97% საცალო სესხებია
LB | 2018 | 2017 |
აქტივები | ₾1,8 მლრდ | ₾ 1.8მლრდ |
სესხები | ₾1.1მლრდ | ₾0.9მლრდ |
დეპოზიტები | ₾1.46 მლრდ | ₾1.3 მლრდ |
წმინდა მოგება | ₾ 43 მლნ | ₾45 მლნ |
სახედამხედვ კაპიტალი | ₾ 263 მლნ | ₾229 მლნ |
.