Fodors Travel სვანეთის შესახებ-ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანია გრძელდება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში სამოგზაურო გამოცემა Fodors Travel საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სტატიას აქვეყნებს.
ონლაინ გამოცემას 5 მილიონამდე მკითხველს ჰყავს და მოგზაურობის მოყვარულებს საჭირო გამოცდილებას უზიარებს, რეკომენდაციებს უწევს ტურისტული მიმართულებების, სასტუმროების, კულტურული ადგილებისა და კვების ობიექტების შესახებ.
„ევროპის ერთ-ერთი უმაღლესი დასახლება სულაც არ არის იქ, სადაც თქვენ ფიქრობთ.“- ამ სათაურით სტატიის ავტორი სვანეთის აღწერას იწყებს. „ ის კავკასიის მთების სიღრმეშია, ცივილიზაციიდან მოშორებული, იზოლირებული მთის რეგიონი ცაში დაცურავს. იმდენად შორს არის, რომ ბატონი არ ჰყოლია. ამიტომ შემორჩა ასეთი ველური, მისტიკური და ცნობისმოყვარე თვალისგან დამალული. სვანეთს კავკასიონის მთები ფარდასავით ეფარება. თუ გსურთ თოვლით დაბურული მთების, ღრმა ხეობების, უძველესი სოფლების ნახვა და სუფთა ჰაერის შეგრძნება თავგადასავლების მოყვარულებს წინ რთული გზა გაქვთ, ეს სვანეთია.“-წერს Fodors Travel-ის ჟურნალისტი და დეტალურად აღწერს მესტიას, სვანეთის სამთო კურორტებს, სვანეთში ბათუმიდან და თბილისიდან მოხვედრის შესაძლებლობებს. სტატიაში აღწერილია მესტიის მუზეუმი, უშგული, სვანური კოშკები და სვანეთის კავკასიონის მწვერვალები.
Fodors Travel-ის ჟურნალისტი მკითხველს საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილთან ინტერვიუს სთავაზობს. „წარმოიდგინეთ რომ ეწვიეთ უძველეს სოფლებს, რომლებიც კავკასიონის მთებში მშვენიერ ტყეებთან ახლოს მდებარეობს, სადაც ულამაზესი პეიზაჟებია, აქ ნახავთ საუკუნეების წინ ნაგებ ლამაზ ქვის კოშკებს. მნიშვნელობა არა აქვს როგორი მოგზაური ხარ, მოგწონს გარე თუ შიდა აქტივობა, ყველამ უნდა მიიღოს ეს გამოცდილება, რადგან სვანეთს თითოეული ვიზიტორისთვის უჩვეულო და შეუდარებელი ემოციების მოტანა შეუძლია. საუკუნეების განმავლობაში სტუმარი იშვიათი იყო, ამიტომ მასპინძლები განსაკუთრებული სიხარულით ხვდებოდნენ თითოეულ სტუმარს, ვინც მათ კარზე დააკაკუნებდა და განსაკუთრებით უმასპინძლდებოდნენ.“-აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი Fodors Travel-თან.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კამპანია CNN-თან ერთად National Geographic-ს, Expedia-ს, Vogue-ის, Conde Nast Traveler-ს, TimeOut-ს, Wego-ს, AD-ს, ასევე სოციალურ ქსელებს: Instagram, Facebook Twitter და LinkedIn მოიცავს.
კამპანიის ფარგლებში სხვადასხვა სახის სტატიებსა და ვიდეორგოლებს გერმანიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, პოლონეთში, ლიეტუვაში, ლატვიაში, ესტონეთში, აშშ-ში, ისრაელში, საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებული საამიერობში მილიონობით ადამიანი გაეცნობა.
მასშტაბური კამპანია ნოემბერში დაიწყო და იანვრის ბოლომდე გაგრძელდება.

https://www.fodors.com/world/europe/georgia/experiences/news/one-of-europes-highest-towns-is-not-where-you-think

 

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …