FlyUIA თბილისიდან ევროპის ქალაქების მიმართულებით ფასდაკლების აქციას აცხადებს

თბილისი (BPI) – უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები FlyUIA თბილისიდან ევროპის ქალაქების მიმართულებით ფასდაკლების აქციას აცხადებს. ავიაკომპანიის საქართველოს წარმომადგენლობაში განმარტავენ, რომ FlyUIA-ს ფასდაკლების აქცია ეხება პრაღას, ბერლინის, რომის, ბრიუსელის, ვენას, მილანისა და დიუსელდორფის მიმართულებებს.

აქციის ფარგლებში ავიაბილეთების შეძენა 31 მარტამდე უნდა მოხდეს, ხოლო მოგზაურობა 31 მარტიდან 20 აპრილამდე პერიოდში დაიგეგმოს.

მაშ ასე, FlyUIA-ს აქციის ფარგლებში ავიაბილეთის ფასები ასეთია:

  • პრაღა – 219 ევროდან (ორი გზა);
  • ბერლინი – 225 ევროდან (ორი გზა);
  • რომი – 235 ევროდან (ორი გზა);
  • დიუსელდორფი – 245 ევროდან (ორი გზა);
  • ბრიუსელი – 245 ევროდან (ორი გზა);
  • ვენა – 255 ევროდან (ორი გზა);
  • მილანი – 255 ევროდან (ორი გზა);

აღნიშნული ფასი მოიცავს აეროპორტის მოსაკრებელს!

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში – „Energy Week Black Sea 2026“

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო რუმინეთში, ქ. …