Flynas-ი რიადი-ბათუმის მიმართულებით სექტემბრის ბოლომდე იფრენს

თბილისი (BPI) – საუდის არაბეთის სამეფოს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Flynas-ი რიადი-ბათუმი-რიადის მიმართულებით ოპერირებას სექტემბრის ბოლომდე გააგრძელებს.

ავიაკომპანია რეგულარული რეისებს 2 ივნისიდან 31 აგვისტომდე ასრულებდა, განახლებული განრიგის შესაბამისად, ფრენები რიადი-ბათუმი-რიადის საჰაერო ხაზზე 30 სექტემბრამდე გაგრძელდება. ავიარეისები დღეიდან, კვირაში 3 სიხშირით (ოთხშაბათი, პარასკევი, კვირა) Airbus A319 და A320 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ Flynas-ს საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა 3 სექტემბერს მიანიჭა.

Flynas-ი საქართველოს საავიაციო ბაზარზე გასულ წელს შემოვიდა.

შემთხვევითი სიახლე

გერმანია დასავლეთ ევროპაში შაქრიანი სასმელების მოხმარებით ლიდერობს – Foodwatch-ის საგანგაშო მონაცემები

ორგანიზაცია Foodwatch-ის მიერ გამოქვეყნებული და Der Spiegel-ის მიერ გავრცელებული კვლევის თანახმად, გერმანია დასავლეთ ევროპაში შაქრიანი …