Fitch Rating-მა “საქართველოს რკინიგზას” “BB-“ რეიტინგი დაუდასტურა

თბილისი (BPI) – Fitch Rating-მა “საქართველოს რკინიგზას” გრძელვადიანი უცხოური და ადგილობრივი ვალუტის IDR რეიტინგი  “BB-“-ზე დაუდასტურა, პროგნოზით – სტაბილური.

Fitch-ი საშუალოვადიან პერიოდში საქართველოს რკინიგზის ლეგალური სტატუსის ცვლილებას არ ელის. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობას აქვს რკინიგზის 25%-იანი წილის გასხვისების  გეგმები, ზუსტი დრო ჯერ კიდევ არაა დასახელებული.

ამასთან,  Fitch-ი რკინიგზის ვალდებულებებზეც აღნიშნაბს, რომელიც ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული, 2022 წლამდე გამოეყოს ინფრასტრუქტურის ნაწილი.

სარეიტინგო სააგენტოში ვარაუდობენ, რომ ამ პერიოდისთვის, GR– ს ექნება ცალკეული სუბიექტები სხვადასხვა ბიზნეს სეგმენტისთვის, ერთი ჰოლდინგური სტრუქტურის ქვეშ.

საქართველოს რკინიგზას, სარეიტინკო  კომპანიის  მიერ შეფასებულ რეგიონის მსგავს კომპანიებთან შედარებით დიდი საფასო ძალაუფლება გააჩნია. ამავდროულად, ტრაფიკი სრულად დერეგულირებულია, რაც  სატვირთო და სამგზავრო ტრაფიკის ბაზრის პირობებზე მორგების საშუალებას იძლევა..

 

სატვირთო ტარიფები  აშშ დოლარშია, რის შედეგადაც ბუნებრივი ჰეჯირება ხდება კომპანიისთვის, რომელიც ოპერირებს დოლარიზებულ ეკონომიკურ გარემოში.

შემთხვევითი სიახლე

ნინო გულეიშვილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არსებულ კომუნალურ პრობლემებს გაეცნო

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებელი, ნინო გულეიშვილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი …