Fitch-ი საქართველოს საპენსიო რეფორმას დადებითად აფასებს

თბილისი (BPI) – საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის ანგარიშში დადებითად არის შეფასებული საქართველოში საპენსიო რეფორმა.

საპენსიო სააგენტოს უფროსი ლევან სურგულაძე 1tv-სთან აღნიშნავს, რომ უახლოეს წლებში საქართველოში უპრეცედენტო მასშტაბის საინვესტიციო კაპიტალის ბაზა შეიქმნება.

„Fitch-ის რეიტინგში აისახა საქართველოს ბოლოდროინდელი რეფორმები, მათ შორის რეფორმა დაგროვებითი საპენსიო სისტემის შესახებ. უახლოეს წლებში საქართველოში შეიქმნება უპრეცედენტო მასშტაბის საინვესტიციო კაპიტალის ბაზა, რომელიც ხელს შეუწყობს კაპიტალის ბაზრის განვითარებას. ეს ხელს შეუწყობს ეკონომიკის ზრდის დაჩქარებას, სამუშაო ადგილების შექმნასა და ზოგადად, ქვეყნის კეთილდღეობის გაუმჯობესებას,” – აღნიშნავს ლევან სურგულაძე.

შემთხვევითი სიახლე

სამედიცინო უნივერსიტეტის გამოწვევაა, რომ იღებენ ჭარბად უცხოელ სტუდენტებს – ირაკლი კობახიძე

სამედიცინო უნივერსიტეტის გამოწვევაა, რომ იღებენ ჭარბად უცხოელ სტუდენტებს, ვფიქრობთ, უნდა დაინერგოს კონკრეტული პრინციპი – ბიზნესი …