FAO-ს ფასების ინდექსი სექტემბერში ისევ გაიზარდა

FAO-ს ფასების ინდექსი, რომელიც სამომხმარებლო კალათის ხუთი ძირითადი პროდუქტის (რძე, მარცვლეული, მცენარეული ზეთი, შაქარი და ხორცი) საერთაშორისო ფასების ცვალებადობას ასახავს, სექტემბერში 1,2%-ით გაიზარდა და 130,0 ქულა შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი, 2020 წლის ამავე პერიოდის ნიშნულს 32,8%-ით აღემატება.
სექტემბრის თვეში FAO-ს მარცვლეულის ფასების ინდექსმა 2%-ით მოიმატა. 4%-ით მომატებულია ფასები ხორბალზე, რაც შარშანდელ ფასს 41%-ით აღემატება. ფასის მომატება განპირობებულია ხორბალზე გაზრდილი მოთხოვნით და შემცირებული ექსპორტით. მოიმატა ბრინჯის და სიმინდის ფასმა, ეს უკანასკნელი 0,3%-ით არის მომატებული, რაც წინა წელთან შედარებით, 38%-ით მატებას გულისხმობს.
მცენარეული ზეთის ფასები, წინა თვესთან შედარებით, 1,7%-ით გაიზარდა, 2020 წლის სექტემბერთან შედარებით კი – 60%-ით. პალმის ზეთის ფასები, ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულზეა, მაღალი მოთხოვნის და მალაიზიაში მიგრანტთა სამუშაო ძალის რაოდენობის შემცირების გამო.
1,5%-ით მოიმატა რძის პროდუქტების ფასის ინდექსმა, რაც დაკავშირებულია რძის ნაწარმზე მდგრადი მოთხოვნით და ევროპისა და ოკეანიის ქვეყნებში სეზონური ფაქტორებით.
0,5%-ით მომატებულია FAO-ს შაქრის ფასის ინდექსი, რასაც ხელი შეუწყო შაქრის ყველაზე მსხვილ მწარმოებელ ქვეყანაში, ბრაზილიაში, ამინდის გაუარესებამ და ეთანოლზე ფასის მატებამ. შაქრის ფასის მომატების ნაწილობრივი კომპენსაცია, ინდოეთსა და ტაილანდში კარგი მოსავლის მოლოდინის და მოთხოვნის კლების ხარჯზე მოხდა.
აგვისტოს თვესთან შედარებით, თითქმის უცვლელია ხორცის ფასის ინდექსი, რომელიც წინა წლის სექტემბერს 26,3%-ით აღემატება. საქონლის და ცხვრის ხორცის ფასმა მოიმატა, მიწოდების შემცირებას გამო, მაგრამ, ამავდროულად, ფრინველის და ღორის ხორცის ფასმა, იკლო, ჩინეთის მხრიდან მოთხოვნის შემცირების და მსოფლიოში ამ პროდუქციის მარაგის ზრდის გამო.

შემთხვევითი სიახლე

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მონაწილეობა მიიღო ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში (EQAF), რომელიც უმაღლესი …