ევროპაში მგზავრთნაკადის ზრდით ქუთაისის აეროპორტი ერთ-ერთი ლიდერია

თბილისი (BPI) – მგზავრთნაკადის ზრდით, ქუთაისის აეროპორტი ევროპაში ერთ-ერთი ლიდერია. ACI EUROPE-ის მონაცემებით, 2018 წლის ნოემბერში აეროპორტი, წინა წლის ნოემბერთან შედარებით, 132.5 პროცენტით მეტ მგზავრს მოემსახურა.

უფრო მაღალია ზრდა მხოლოდ იტალიის ქალაქებში: ტრაპანი (+553.3%), ფოჯა (+550%), ტარანტო (+366.7%) და ბერძნულ მიკონოსში (+252.4%).

მაღალი ზრდის მქონე აეროპორტებს შორისაა დასახელებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტიც, სადაც მგზვართნაკადი ნოემბერში 19.4 პროცენტით გაიზარდა.

შემთხვევითი სიახლე

გერმანია დასავლეთ ევროპაში შაქრიანი სასმელების მოხმარებით ლიდერობს – Foodwatch-ის საგანგაშო მონაცემები

ორგანიზაცია Foodwatch-ის მიერ გამოქვეყნებული და Der Spiegel-ის მიერ გავრცელებული კვლევის თანახმად, გერმანია დასავლეთ ევროპაში შაქრიანი …