Enter Air ვარშავასა და ბათუმს შორის მრავალჯერად ჩარტერულ რეისებს შეასრულებს

თბილისი (BPI) – პოლონური ავიაკომპანია Enter Air-ი ვარშავასა და ბათუმს შორის მრავალჯერადი ჩარტერულ რეისებს შეასრულებს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ბათუმის მიმართულებით მრავალჯერადი ჩარტერული რეისების განხორციელების ნებართვა მიანიჭა.

ვარშავა-ბათუმი-ვარშავას საჰაერო ხაზზე Enter Air ფრენებს 4 ივნისიდან 2 ოქტომბრამდე პერიოდში შეასრულებს.

ფრენები ყოველ ოთხშაბათს, Boeing B737-800-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება. სულ, ჩარტერული ავიაკომპანიის მიერ 18 რეისის შესრულებაა დაგეგმილი.

შემთხვევითი სიახლე

გერმანია დასავლეთ ევროპაში შაქრიანი სასმელების მოხმარებით ლიდერობს – Foodwatch-ის საგანგაშო მონაცემები

ორგანიზაცია Foodwatch-ის მიერ გამოქვეყნებული და Der Spiegel-ის მიერ გავრცელებული კვლევის თანახმად, გერმანია დასავლეთ ევროპაში შაქრიანი …