El Español მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს

თბილისი (BPI) – პოპულარული ესპანური გამოცემა El Español საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს სათაურით “საქართველო, სტუმართმოყვარე  და თბილი ქვეყანაა.”

სტატია საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეძღვნება. ავტორი საუბრობს თბილისის ღირსშესანიშნაობების, ტურისტული მარშრუტების, ისტორიული უბნების და არქიტექტურის შესახებ.

სტატიაში ყურადღება გამახვილებულია საუკუნოვან ტრადიციებსა და სტუმართმოყვარე ხალხზე.

დასასრულს, სტატიის ავტორი ტურისტებს ურჩევს კულტურული ძეგლების მონახულებას, განსაკუთრებით კი – უფლისციხის უნიკალური არქიტექტურის დათვალიერებას.

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანიამ საერთაშორისო ფორუმზე სასმელი წყლის ეფექტიანი მართვის საკითხებზე ისაუბრა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო „წყლის მომავლის …