“ჯეოქეისის” ორგანიზებით ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხების შესახებ დისკუსია გაიმართა

ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის” ეკონომიკური უსაფრთხოების შესახებ დისკუსიათა სერიის ფარგლებში რიგით მე-2 ონლაინ განხილვა სახელწოდებით „რუსეთის ეკონომიკისათვის დაწესებული სანქციები და საქართველოს ეკონომიკური მედეგობა“ გაიმართა.

„ჯეოქეისის“ ინფორმაციით, ღონისძიებას​ მოდერატორობა გაუწია „ჯეოქეისის“ მკვლევარმა ეკონომიკის მიმართულებით, CIU ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, გიორგი აბაშიშვილმა.

„მოწვეულმა მომხსენებლებმა CIU ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორმა, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიის წევრმა, საქართველოს პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა ეკონომიკის საკითხებში მაია მელიქიძემ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს ყოფილმა წევრმა ნიკოლოზ ყაველაშვილმა, საქართველოს ფინანსური განათლების ასოციაციის მთავარმა ეკონომისტმა, საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, დავით ნაბორაშვილმა, საზოგადოებრივი მაუწყებლის, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ, ეკონომიკის მაგისტრმა, გიგა ჩხარტიშვილმა რუსეთის ეკონომიკისათვის დაწესებული სანქციები, მათი თავიდან არიდების პოტენციური რისკები, საქართველოს მიმდინარე ეკონომიკური სიტუაცია და ეკონომიკური მედეგობა მიმოიხილეს.

დისკუსიისას მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს რუსეთის სანქციების საქართველოს ეკონომიკაზე პოტენციური გავლენის შესახებ, ასევე განიხილეს საფინანსო-ეკონომიკურ სივრცეში ახალი გამოწვევები კრიპტოვალუტისა და SWIFT-ის მნიშვნელობა.

ჯეოქეისის“ დისკუსიები ეკონომიკური უსაფრთხოების შესახებ მომავალშიც გაგრძელდება და ბევრ საინტერესო, აქტუალურ საკითხს განიხილავს.

იხილეთ ონლაინ დისკუსია სრულად

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ …