დიღომში ახალი განათლებისა და მეცნიერების ქალაქი აშენდება

თბილისი (BPI) – საქართველოში ახალი განათლებისა და მეცნიერების ქალაქი აშენდება, – ინიციატივა განათლების, მეცნიერები, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილს ეკუთვნის. მულტიფუნქციური საგანმანათლებლო კომპლექსი – „ახალი განათლებისა და მეცნიერების ქალაქი“ დიდი დიღმის ტერიტორიაზე აშენდება. ახალი ქალაქი, უზარმაზარ საგანმანათლებლო სივრცეს გააერთიანებს და განათლების რეფორმის განხორციელებისა და მისი მიღწევების გაზიარების ჰაბი გახდება.

საგანმანათლებლო სივრცეში თავმოყრილი იქნება როგორც საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები, ასევე ტექნო პარკი, რომელშიც „სტარტაპ“ უნარ-ჩვევებს მოსწავლეები ადრეული ასაკიდან განავითარებენ, ბიბლიოთეკა, სამეცნიერო მუზეუმი, სამეცნიერო ლაბორატორიები,კომაროვის ახალი სკოლა, ხელოვნების სკოლა, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა, საკონფერენციო დარბაზები, შიდა სარეკრეაციო სივრცე, სპორტული დარბაზი, გარე მოედნები, საცხოვრებელი კამპუსი და ბაღი.

მიხეილ ბატიაშვილმა, რომელმაც დედაქალაქის მერთან, კახი კალაძესთან ერთად „ახალი განათლებისა და მეცნიერების ქალაქის“ მშენებლობის დაწყებას დღეს საფუძველი კაფსულის ჩადებით ჩაუყარა, განაცხადა, რომ ახალი საგანმანათლებლო ქალაქი ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი, განათლების სისტემის რეფორმის ნაწილია, რომელიც ყველა – სკოლამდელ, ზოგად, პროფესიულ, უმაღლესი განათლების და მეცნიერების საფეხურს მოიცავს.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …