პროფკავშირებმა სს “მისო ევრო კრედიტ”-ს სასამართლო დავა მოუგო

პროფკავშირებმა სს „მისო ევრო კრედიტ“-ს სასამართლო დავა მოუგო. “GTUC”-ის დახმარებით, უხელფასო შვებულებაში გაშვებული, მოგვიანებით კი სამსახურიდან გათავისუფლებული ნ.მ კომპანიისგან სოლიდურ კონპენსაციას მიიღებს. ასევე, უკანონოდ არის მიჩნეული მისი თანამდებობიდან გათავისუფლების ბრძანებაც.
ნ.მ-ს ინტერესებს სასამართლოში საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იურისტი თამარ სურმავა იცავდა.

ნ.მ. სს „მისო ევრო კრედიტში“ 2016 წლიდან იყო დასაქმებული. 2020 წლის 1 აპრილიდან იგი დამსაქმებლის მოთხოვნის საფუძველზე  ე.წ. უხელფასო შვებულებაში გავიდა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მოთხოვნა დამსაქმებლის მხრიდან  უკანონო იყო, ნ.მ-მ  პანდემიური მდგომარეობა გაითვალისწინა და სამსახურში დაბრუნების იმედით უხელფასო შვებულებით სარგებლობის თაობაზე განცხადება დაწერა.

2020 წლის 1 ივნისს ნ.მ-ს დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ აცნობეს. „მისო ევრო კრედიტ“-ის ცნობით, მიზეზი კომპანიაში რეორგანიზაცია იყო.

ნ.მ-მ დახმარებისთვის პროფესიული კავშირების გაერთიანებას მიმართა. თბილისის საქალაქო სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. კომპანიას გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობა და ნ.მ-ს სასარგებლოდ კომპენსასციის გადახდა დაეკისრა. თუმცა, მოპასუხემ გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებით, შპს „მისო ევრო კრედიტი“ ვალდებულია  ნ.მ-ს სოლიდური კომპენსაცია გადაუხადოს და მისი სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანებაც ბათილად ცნოს.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …