COVID-19-ის პირობებში TAV Georgia 680 რეისს მოემსახურა

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები საგანგებო რეჟიმის პირობებში 680 რეისს მომსახურა. როგორც “ტავ ჯორჯიაში” აცხადებენ, თბილისის აეროპორტმა ამ პერიოდის განმავლობაში 400-მდე სატვირთო რეისი მიიღო და კვირაში საშუალოდ 200 ტონამდე ტვირთის ჩატვირთვა უზრუნველყო.

ამასთან, “ტავ ჯორჯია” ემსახურება ტექნიკურ რეისებს, რაც საწვავით უზრუნველყოფას და ტექნიკურ მომსახურებას გულისხმობს.

„ჩვენი თანამშრომლები მიმდინარე პანდემიის პერიოდში იმყოფებიან რისკის წინა ხაზზე, ვერ შევედრებით ექიმებს, მაგრამ არანაკლები რისკის ქვეშ უწევთ მუშაობა. ჩარტერული რეისებიდან შეუძლო (შშმ) მგზავრის სავარძლით გადმოყვანასაც კი უზრუნველყოფს ჩვენი თანამშრომელი სპეც. ეკიპირებით, რაც საკმაოდ მაღალ რისკს შეიცავს. ყოველი რეისის შესრულების შემდეგ ვახდენთ ავტობუსების და სახმელეთო მომსახურების ტექნიკის სრულ დეზინფექციას“ – აცხადებს „ტავ ჯორჯიას“ გენერალური მენეჯერის მოადგილე თეა ზაქარაძე.

მისივე განმარტებით, კოვიდ19-ის პანდემიის პირობებში, აეროპორტში მოეწყო სპეციალური საკარანტინე ზონები, ტერმინალებში განთავსდა სადეზინფექციო სანიტაიზერები.
„უსაფრთხოების მაღალი ზომების დამსახურებაა, რომ 1360 თანამშრომლიდან დღემდე მაღალი რისკის მიუხედავად, არ გვყავს დაინფიცირებული პერსონალი, მიუხედავად იმისა რომ ჩვენი თანამშრომლები პირდაპირ შემხებლობაში არიან მგზავრებთან და ტვირთთან, საჰაერო ხომალდთან“ – აცხადებს ზაქარაძე.

შემთხვევითი სიახლე

მესტია-ქუთაისი-მესტიის მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულება განახლდება

10 ნოემბრიდან, ყოველ ოთხშაბათს, ქუთაისსა და მესტიას შორის რეგულარული ავიამიმოსვლა განახლდება. რეისები მსუბუქი სამგზავრო საჰაერო …