COVID-მა შემოქმედებითი ინდუსტრიების სექტორი მნიშვნელოვნად დააზარალა

თბილისი (BPI) – გლობალური პანდემიით გამოწვეული კრიზისის შედეგად საქართველოს შემოქმედებითი ინდუსტრიების სექტორი მნიშვნელოვნად დაზარალდა, – ასეთია ჯგუფის „შემოქმედებითი ინდუსტრიების გამოწვევები“ ინიციატიავით ჩატარებული კვლევის „COVID-19 გავლენა შემოქმედებით ინდუსტრიებზე“ შედეგები.

გამოკითხულთა უდიდესი ნაწილი 44,7%, რომელიც შემოსავალს შემოქმედებითი საქმიანობით იღებს, აცხადებს, რომ პანდემიამ მათ საქმიანობაზე ფინანსური კუთხით ძალიან ცუდად იმოქმედა და შემოსავლის გარეშე დატოვა. მათ უმრავლესობას არ აქვს შემოსავლის ალტერნატიული წყარო.

71,6%-ის თქმით, აპრილ-ივნისში დაგეგმილი ყველა შემოქმედებითი აქტივობის გადადება მოუწიათ. 23,5%-ის თქმით, აქტივობები ნაწილობრივ გადაიდო, არაფერი შეცვლილა მხოლოდ 4,9%-ისთვის.

ამავდროულად მათი უმრავლესობა 46,9% აღნიშნავს, რომ სამომავლოდ შესაძლოა, მათი პროექტების გარკვეული ფორმით ონლაინ/დისტანციურ ფორმატში ტრანსფორმირდეს, 45,7%-ისთვის კი ეს შეუძლებელია, სრულად შესაძლებელია 7,4%-ისთვის.

კითხვაზე თუ რა შეიძლება არსებულ სიტუაციაში მოკლევადიან პერიოდში გაკეთდეს, გამოკითხულთა 25%-ი გამოსავლად სახელმწიფოს მხრიდან ფულად დახმარებას ასახელებს, 21,8% ასახელებს ონლაინ პლატფორმების შექმნას, სადაც არტისტები შეძლებენ თვითრეალიზებას და გარკვეული შემოსავლის მიღებას, 14%-ისთვის კი მნიშვნელოვანია ახალი საგრანტო პროგრამები, რომლებიც არსებულ რეალობაზე იქნება მორგებული.

გამოკითხულები ასევე მიუთითითებენ, რომ მნიშვნელოვანია უკვე გამოცხადებული კონკურსების მოდიფიკაციის აუცილებლობაზე. 4,6% მიიჩნევს, რომ გადასახადებისგან გათავისუფლება ან მათი გადავადება არის ის ერთ-ერთი დახმარება, რაც სახელმწიფოს შეუძლია გააკეთოს არტ სექტორში დასაქმებულების დასახმარებლად.

გამოკითხვა 30 მარტიდან 28 აპრილის პერიოდში ჩატარდა. მასში მონაწილეობა მიიღო 81-მა ადამიანმა. მონაწილეთა 63% ხელოვანია, არტმენეჯერი/კულტურის ლიდერი – 33,3%, სხვა სფეროებში მოღვაწეობს – 3,7%.

ონლაინ პლატფორმა „შემოქმედებითი ინდუსტრიების გამწვევები“ შეიქმნა 2020 წლის მარტში და დღეისთვის სფეროს 400-ზე მეტ წარმოამდგენელს აერთიანებს. პლატფორმის შექმნის მიზანია კომუნიკაციის გამარტივება შემოქმედებითი ინდუსტრიების და სხვა დაინტერესებულ ადამინებს / სექტორებს შორის; ასევე შემოქმედებითი ინდუსტრიების სექტორში არაფორმალური განათლების ხელის შეწყობა და პირველი ღია ელექტრონული ბიბლიოთეკის შექმნა.

ონლაინ პლატფორმის დამფუძნებლები არიან ხელოვნების მენეჯმენტის დოქტორი და GIPA-ს ლექტორი ნინო წითლანაძე და კულტურის ლიდერი, ფესტივალ Black Sea Sound  და გალერეა ART UP – ის დამფუძნებელი ლევან გელიაშვილი.

 

 

 

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა „თელასი” და „ენერგო პრო ჯორჯია” ელექტროენერგიის ხშირი წყვეტების გამო დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) სს „თელასი” და სს „ენერგო პრო ჯორჯია” …