COVID-ის გავლენა საგარეო ვაჭრობაზე – მარტში ექსპორტი 23%-ით შემცირდა

თბილისი (BPI) – საქართველოდან ექსპორტი მნიშვნელოვნად არის შემცირებული, წლიურად თითქმის 23%-ით.

საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის მარტში საერთაშორისო ბაზრებზე მხოლოდ 252 მლნ დოლარის პროდუქცია გავიდა საერთაშორისო ბაზრებზე, 2019 წლის მარტში ეს მაჩვენებელი 323,4 მლნ დოლარი იყო.

შემცირდა იმპორტიც 755.9 მლნ დოლარიდან 655 მლნ დოლარამდე.

საქსტატის მონაცემებით, მთლიანობაში 2020 წლის იანვარ-მარტში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2,773 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 2.7%-ით ნაკლები წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

მთლიანი ვაჭრობიდან ექსპორტი 778.2 მლნ დოლარი იყო (5.9%-ით ნაკლები), იმპორტი 1,995 მლრდ დოლარი (1.4%-ით ნაკლები). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წლის იანვარ-მარტში 1,217 მლრდ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.9% შეადგინა.

შემთხვევითი სიახლე

საქართველოს ეროვნულ ბანკსა და სემეკს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა (სემეკ) და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი …