ComCom-ის თავმჯდომარედ კახა ბექაური მესამედ აირჩიეს

კომუნიკაციების კომისიის წევრებმა 2023 წლის 26 იანვარს ჩატარებულ თავმჯდომარის არჩევნებზე კახა ბექაური მესამედ, 2026 წლამდე აირჩიეს. კანონმდებლობის შესაბამისად, არჩევნები ფარული კენჭისყრით ჩატარდა, სადაც კომისიის სრულმა შემადგენლობამ ბექაურის კანდიდატურას მხარი ერთხმად დაუჭირა და იმავე დღეს ჩატარებულ სხდომაზე არჩევნების შედეგები დაამტკიცა.

შეგახსენებთ, რომ კახა ბექაური კომუნიკაციების კომისიას 2017 წლიდან ხელმძღვანელობს. იგი საქართველოს პარლამენტმა კომისიის წევრად პირველად 2014 წელს, ხოლო მეორედ 2019 წელს აირჩია.

კახა ბექაურს 1986-1992 წლებში მიღებული აქვს უმაღლესი განათლება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათემატიკის მიმართულებით.

კომუნიკაციების კომისიის წევრობამდე, კახა ბექაური რამდენიმე ტელეკომპანიის ხელმძღვანელის პოზიციებს იკავებდა, ხოლო მანამდე საგანმანათლებლო საქმიანობას ეწეოდა და ESM თბილისის მენეჯმენტის კათედრის ლექტორი იყო.

შემთხვევითი სიახლე

სემეკის ბიუჯეტის ზრდა ბუნებრივია, რადგან ბოლო 10 წელში მათი საქმიანობის არეალი გაზრდილია – ვახტანგ ჭარაია

“სემეკის საქმიანობა 2013 წელთან შედარებით დღეის მდგომარეობით გაცილებით გაზრდილია, შესაბამისად, მეტი თანხა რომ დაიხარჯება მათ …