იცით თუ არა, რომ თურქული ყავის ტრადიცია საუკუნეების განმავლობაში უცვლელი დარჩა?

ყავას, რომელიც ოსმალეთის მიწებზე დაახლოებით 500 წლის წინ შევიდა და სწრაფად გავრცელდა; მნიშვნელოვანი ადგილი უკავია თურქულ კულტურაში თავისი ისტორიით, ნაგებობებით, რომლებსაც მის გამო დაერქვა სახელი, დალევისა და გამასპინძლების დროს გამოყენებული ხელსაწყოებით და მისი როლით სოციალურ ურთიერთობებში.

მე-16 საუკუნის დასაწყისში, ეგვიპტისა და ჰიჯაზის დაპყრობის შემდეგ სულეიმან ბრწყინვალეს დროს, ყავა იემენის გავლით სტამბოლში ჩავიდა. მოკლე დროში ის შეუყვარდა არა მარტო სასახლის წევრებს, არამედ ხალხსაც და ყავის სახლები, რომლებმაც ამ სასმელისგან მიიღეს სახელი, მთელს იმპერიაში გავრცელდა. ეს ადგილები, სადაც კითხულობდნენ წიგნებს და ლექსებს, იმართებოდა ლიტერატურული საუბრები, თამაშობდნენ ჭადრაკსა და ნარდს, მოკლე დროში ოსმალეთის ხანაში სოციალური ცხოვრების მნიშვნელოვან ადგილებად იქცა.

იმავე პერიოდში თურქეთში ჩასული ვენეციელი ვაჭრები გაეცნენ ყავას და იგი ოსმალეთის იმპერიიდან ევროპაში და შემდეგ მთელს მსოფლიოში გავრცელდა. თუმცა, თურქული ყავა განსხვავდება მსოფლიოს ყველა ყავისგან მისი მომზადების და გამასპინძლების წესით. თურქეთში ძირითადად იყენებენ კოფეინიან მარცვლებს, მოხალულს და დაფქულს ყავას. იგი მზადდება ნალექიანი, შაქრიანი, საშუალო შაქრით, ნაკლები შაქრით ან უშაქროდ. ეს არის მსოფლიოში უძველესი ყავის მომზადების მეთოდი, რომელიც უცვლელი დარჩა. თურქულ ყავას ტრადიციულად მიირთმევენ წყლით და ტკბილეულით. ყავის ნალექმა, რომელიც რჩება ყავის ბოლოში, ასევე გამოიწვია თურქული ყავისთვის უნიკალური მკითხაობის ტრადიციის გაჩენა. ფინჯანში არსებული ფორმებისა და ფინჯანზე დატოვებული კვალის ინტერპრეტაციით, კეთდება პროგნოზები ყავის დამლევი ადამიანის მომავალზე.

ყავით გამასპინძლება თურქული ტრადიციების შეუცვლელი ელემენტია. თურქული ყავა ქორწინებამდელი ცერემონიების განუყოფელი ნაწილია, მას აუცილებლად სთავაზობენ სტუმრებს და ყავა თან ახლავს საუბრებს. მდიდარ კულტურულ ბაზაზე დაფუძნებულმა თურქულმა ყავამ თავისი ადგილი დაიკავა 2013 წელს იუნესკოს „კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში“.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …