CNN- “გაიცანი საქართველოს ტრადიციები, ტურისტული ადგილები და ხალხი“

საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ CNN-მა მედიაპლატფორმაზე სტატიათა ციკლი გამოაქვეყნა. CNN-ზე სტატიები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში ვრცელდება.

თითოეულ სტატიას CNN-ზე ერთი  სლოგანი აერთიანებთ – “დაგეგმე მოგზაურობა საქართველოში.”   სტატიებში საქართველოს დაცული ტერიტორიები, ღვინო და სტუმართმოყვარეობა, იმერეთი, საქართველოს ზამთრის კურორტები და ზამთრის აქტივობებია აღწერილია.

“საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ეკოლოგიურად მრავალფეროვანი ქვეყანაა”-CNN

“იმოგზაურე და შეისწავლა საქართველოს ველური ბუნება“  -მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს მედია-პლატფორმაზე გამოქვეყნებულ სტატიაში ვაშლოვანის, ლაგოდეხის ნაკრძალები, ბორჯომ-ხარაგაულის, თუშეთის, თბილისის ეროვნული პარკები, ჯავახეთის დაცული ტერიტორია, ბათუმთან ახლოს მდებარე ფრინველებზე დაკვირვების ადგილია აღწერილი. “თუ გსურთ ბუნებაში ჩაფლობა და ევროპაში ყველაზე საოცარი ველური ბუნების პეიზაჟების აღმოჩენა საქართველოს უნდა ეწვიოთ. საქართველოს მიმართულებით 40 ავიაკომპანია ასრულებს პირდაპირ რეისს. აქ მოხვედრა და მოგზაურობა ასეთი ადვილი არასდროს ყოფილა” – წერია CNN-ის სტატიაში.

“ქართული ღვინო და სტუმართმოყვარეობა”

“თითოეული სტუმარი ღვთისგან გამოგზავნილი საჩუქარია, ასეთია ქართული გამონათქვამი, რაც კარგი პირობაა მოგზაურთათვის, რომლებიც ამ აღმოუჩენელ ტურისტულ მიმართულებას ეძებენ, ეს ფრაზა კი გამყარებულია შესანიშნავი კერძებითა და ღვინით. საქართველოში სტუმართმოყვარეობა ჩვევაზე მეტია. ეს ღრმა ტრადიციაა”- ასე იწყება CNN-ის სტატია ქართული ღვინისა და სამზარეულოს შესახებ.

სტატიაში მრავალფეროვანი ქართული კერძები, სუფრის ტრადიცია, თბილისის კვების ობიექტები, საქართველოს სხვადასხვა კუთხის სამზარეულო და ღვინის 8 ათასწლოვანი ისტორიაა წარმოდგენილი.

“იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები, მღვიმეები, ვენახები და გამაჯანსაღებელი კურორტები-გზამკვლევი იმერეთში”

“იმერეთი სავსეა ღირსშესანიშნაობებით, ისტორიული ადგილებით დაწყებული ვენახებით დამთავრებული. იმერეთში მოგზაურობას უმრავლესობა ქუთაისიდან იწყებს, ერთ დროს საქართველოს დედაქალაქი ახლა მეორე ქალაქია, ქუთაისი ერთ-ერთი უძველესი ქალაქია მსოფლიოში, ამ ტერიტორიაზე ადამიანი პირველად ასი ათასი წლის წინ დასახლდა. დღეს ქუთაისი ავიაკომპანია Wizz Air-ის სახლია და შედეგად ქუთაისი ევროპის მრავალ ქალაქს ადვილად უკავშირდება. ქუთაისში განვითარდა თანამედროვე კაფეები, რესტორნები და ღამის კლუბები”-ამ ციტატით იწყებს CNN-ის სტატიას.

სტატიაში აღწერილია ქუთაისი, ბაგრატის საკათედრო ტაძარი, გელათის მონასტერი კაცხის სვეტი, სათაფლია და პრომეთეს მღვიმე.

“საქართველოს საოცარი ზამთარი, გრძელი დღესასწაულები და ჯადოსნური ზამთარი”

“ზამთარს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ბევრი დღესასწაული მოაქვს, მაგრამ საქართველოში დღესასწაულები უფრო ხანგრძლივია და ის თითქმის მთელი იანვარი გრძელდება. საქართველო საუკეთესო მიმართულებაა ზამთარში დასასვენებლად, საქართველოს სამთო კურორტები დამსვენებლებს ზამთრის სპორტის უამრავ სახეობას სთავაზობს”  -წერს CNN საქართველოს სამთო კურორტების შესახებ.

სტატიაში აღწერილია გუდაური, სვანეთის სამთო კურორტები, თბილისის საახალწლო მორთულობა და რელიგიური დღესასწაულები, რომელსაც ზამთარში აღნიშნავენ.

“საქართველო ზამთრის საოცრებათა ქვეყანა”

CNN-ის კიდევ ერთი სტატია ეძღვნება საქართველოს ზამთრის კურორტებსა და ბუნებას.

“ულამაზესი ტბების, მთებისა და ხეობების სამშობლო საქართველო ძირითადად ტურისტული რადარის მიღმა იყო, თუმცა ახლა მსოფლიო ეცნობა იმ შარმს, რაც საქართველოს აქვს. ქართველი ხალხი გატაცებულია ბუნების სილამაზის შენარჩუნებით, ამავდროულად ამაყობს თავისი ქვეყნის სილამაზით და მას მოგზაურებს უზიარებს. ქართველებმა შეძლეს და ბუნება დაიცვეს, გამოაცხადეს დაცულ ტერიტორიებად და ეროვნულ პარკებად, შედეგად ასობით ათასი ჰექტარი ველური ბუნება ხელშეუხებელი გადარჩა” -წერია CNN-ის სტატიაში, რომელიც საქართველოს ზამთრის კურორტების აღწერით გრძელდება. მესტია, გოდერძი, ბაკურიანი, ბორჯომი, გუდაური, სტეფანწმინდა-სტატიაში დეტალურად არის აღწერილი საქართველოს კურორტები, ჯავახეთის გაყინული ტბები და გურიის ტყე-პარკები.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ზამთრის მარკეტინგული კამპანია მსოფლიოს უდიდეს მედია და სამოგზაურო პლატფორმებს მოიცავს, როგორებიცაა Conde Nast Traveler Global, Conde Nast Traveler Middle East, Time Out Magazine Middle East, Wego, CNN, National Geographic, Expedia, Vogue.

კამპანიის ფარგლებში CNN- ზე გადის საქართველოს ზამთრის  კურორტების ამსახველი ვიდეო რგოლი.

კამპანია მიმდინარეობს საუდის არაბეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ისრაელში, პოლონეთში, ესტონეთში, ლიეტუვაში, ლატვიაში, გერმანიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, აშშ-ში. კამპანია ნოემბერში დაიწყო და იანვრის ბოლომდე გაგრძელდება.

https://sponsorcontent.cnn.com/int/georgia-national-tourism-administration/discover-georgia/

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …