CIU ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ფინანსური განათლების საერთაშორისო ქსელის აფილირებული წევრი გახდა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ფინანსური განათლების საერთაშორისო ქსელის (INFE) აფილირებული წევრი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება OECD/INFE-ის მრჩეველთა საბჭომ მიიღო.

მათივე ცნობით, აფილირებული წევრობა უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტს საშუალებას აძლევს ავტომატურად ჩაერთოს OECD-ის მიერ ფინანსური განათლების მიმართულებით მოწყობილ გლობალურ აქტივობებსა და ღონისძიებებში.

„უნივერსიტეტი სისტემატურად და პრიორიტეტულად მიიღებს მონაწილეობას OECD-ის მიერ წარმოდგენილი ფინანსური განათლების დოკუმენტის შემუშავებასა და განხილვაში . CIU ბიზნესის ფაკულტეტი საჭიროების შემთხვევაში ჩაერთვება OECD ფინანსური განათლების საერთაშორისო ქსელის ტექნიკური კომიტეტის შეხვედრებში, ასევე ჩაერთვება OECD/INFE-ის სამუშაო ჯგუფების აქტივობებში (ad hoc basis).

CIU ბიზნესის ფაკულტეტი აფილირებული წევრობის ფარგლებში განსახორციელებელ საქმიანობას უკვე მიმდინარე პერიოდიდან დაიწყებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

შემთხვევითი სიახლე

პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებას მხარი დაუჭირა

პარლამენტმა მესამე მოსმენით, 77 ხმით „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებას მხარი დაუჭირა. ცვლილების თანახმად, საგადასახადო ორგანოს, მის …