CBDC & DeFi კონფერენცია ახალი ფინანსური ეკოსისტემის საკვლევი პერსპექტივები

4-5 მაისს, 09:30 საათზე, საქართველოს ეროვნული ბანკისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ინიციატივით და მსოფლიო ბანკის ჩართულობით, სასტუმრო “რუმსში” ცენტრალური ბანკების ციფრული ვალუტისა (CBDC) და დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) თემებზე საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნება.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე.

საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობას მიღებენ ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი,  USAID საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, პიტერ ვიბლერი, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელი, მარკ მაკკორდი, მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში, სებასტიან მოლენიუსი. ასევე, საერთაშორისო საფინანსო და დონორული ორგანიზაციების, კომერციული ბანკების, ფინტექ კომპანიების, ბიზნეს ასოციაციების და საფინანსო და საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორების წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები.

შემთხვევითი სიახლე

წყალმომარაგების სექტორში მეტი ინვესტიცია ნიშნავს შემცირებულ ავარიულ გათიშვებსა და მოწესრიგებულ ინფრასტრუქტურას – დავით ნარმანია

სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეკონომიკური ფორუმის 31-ე პანელურ დისკუსიაში – „წყლის რესურსები …