Buta Airways ბათუმის მიმართულებით ფრენის სიხშირეს ზრდის

თბილისი (BPI) – აზერბაიჯანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „Buta Airways“ ბაქო-ბათუმი-ბაქოს საჰაერო ხაზზე ერთ სიხშირეს ამატებს და მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში, 17 ივლისიდან 18 სექტემბრამდე რეგულარული რეისებს კვირაში 3 სიხშირით შეასრულებს.

ფრენები Embraer E190, Airbus A319 და A320 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.

ავიაკომპანიამ ბაქოსა და ბათუმს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის შესრულება მიმდინარე წელს დაიწყო.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, „Buta Airways“-ს გაზრდილი სიხშირით საჰაერო მიმოსვლის შესრულების ნებართვა 2019 წლის 11 ივლისს მიენიჭა.

შემთხვევითი სიახლე

სასტუმროში მკვეთრად გაიზარდა დატვირთვა და უკვე 80%-ს აჭარბებს – Mercure & Swissotel Tbilisi

სასტუმრო „Mercure“ & „Swissotel Tbilisi“-ის გენერალური მენეჯერის ერდოღან შაჰინის განცხადებით, 2025 წლის ზაფხულის ტურისტული სეზონი …