BOG-ი World Run-ის პარტნიორია

თბილისი (BPI) – საქართველოს ბანკი Wings for Life World Run-ს უკვე მე-5-ედ  უერთდება. მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ საქველმოქმედო სპორტულ ღონისძებას

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისთვის, მნიშვნელოვანია, თანამშრომლების გაერთიანება და მოტივაცია საქველმოქმედო მიზნებისთვის. ბანკის 300-მდე თანამშრომელმა რბოლაში მონაწილეობით საკუთარი წვლილი  შეიტანა.

„ მიზანი ზურგის ტვინის დაზიანებათა სამკურნალო თანხების მობილიზების მხარდაჭერაა. რათა შევცალოთ მსოფლიოში უამრავი ადამიანის ცხოვრება. ყოველ წელს ბანკის 100-მდე თანამშრომელი დიდი ენთუზიაზმით ერთვება  მარათონში“,- განაცხადა  ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულების დირექტორმა, ხათუნა კაკაბაძემ.

Wings for Life World Run  ერთდროულად ბევრ ქვეყანაში იმართება. მარათონს უნიკალური ფორმატი აქვს. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია როგორც პროფესიონალ, ისე მოყვარულ მორბენლებსა და ეტლით მოსარგებლე ადამიანებს.

 Wings for Life World Run-ს არ აქვს სტანდარტული ფინიშის ხაზი. შემოწირულობის გასაზრდელად თითოეულ კილომეტრსაც მნიშვნელობა აქვს. მარათონიდან შემოსული თანხის 100% მოხმარდება კვლევებს ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ. აღნიშნულ მარათონში გასულ წელს მონაწილეობა 200-მდე კომპანიამ მიიღო.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობით მონაწილეებმა საშუალოდ 400 000 ლარი დაზოგეს – დავით ნარმანია

კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების …