თბილისი (BPI)- საქართველოს ბანკმა ენერგეტიკული ბაზრის რეფორმასთან დაკავშირებით კონფერენცია გამართა. პანელური დისკუსიის მთავარი თემა ინვესტიციების წახალისების მექანიზმები.
შეგახსენებთ,რომ G&T-მა იანვარში სექტორის კვლევის შედეგები წარადგინა. პრეზენტაციაზე გაჩნდა იდეა, ჩატარებულ იყო კიდევ ერთი კონფერენცია, კვლევაში ასახული პრობლემატიკისა და ენერგეტიკის სფეროში დაგეგმილირეფორმების განხილვისთვის.
“წამყვანი ბანკისთვის მნიშვნელოვანია აქტიურად დავუჭიროთ მხარი ბიზნესის განვითარებას ამ მიმართულებით. ბანკი გასცემს 15 წლიან დაფინანსებას ე.წ. სტარტაპებზე დამატებითი უზრუნველყოფის გარეშე, საშეღავათო პირობებით(მშენებლობის პერიოდს + 6 თვე). ასევე, სესხის მოთხოვნისას ბანკი მომხმარებელსარ სთხოვს ელ. ენერგიის გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებას“, – განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.
„გალტ & თაგარტის“ ენერგეტიკის სექტორის კვლევაში დეტალურად არისგანხილული დარგის საკვანძო საკითხები – ელექტროენერგიის მოხმარების დაგენერაციის ტენდენციები, იმპორტის დინამიკა, საექსპორტო ბაზრებისპოტენციალი და სამომავლო პერპსექტივები. კვლევაში ასევე განხილულია დარგის ძირითადი პრობლემები, საუბარია მიმდინარე და მოსალოდნელ საკანონმდებლო ცვლილებებზე და მათ პოტენციურ შედეგებზე, რაც უკავშირდება საქართველოს ენერგეტიკული გაერთიანების წევრობას და საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციას.
„გალტ & თაგარტის“ კვლევის მიხედვით, ელექტროენერგიის მოხმარება სწრაფი ტემპებით იზრდება და 2030 წლისთვის მისი გაორმაგებაა მოსალოდნელი. შესაბამისად, ახალი გენერაციის ობიექტების მშენებლობის გარეშე, ელექტროენერგიის მზარდი მოხმარება იმპორტის მნიშვნელოვან ზრდას გამოიწვევს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს აქვს ადგილობრივი გენერაციის განვითარების საკმაოდ დიდი პოტენციალი. ამჟამად, მშენებლობისა და კვლევის სხვადასხვა ეტაპზე 150 პროექტია, რომელთა დადგმული სიმძლავრე 5.4 გვტ-ია. ამ პროექტების განხორცილებით საქართველო შეძლებს არამარტო ადგილობრივი მოხმარების დაკმაყოფილებას, არამედ გახდება ელექტროენერგიის წმინდა ექსპორტიორი.