ბიზნესი პრემიერთან შეხვედრის მოლოდონშია – დახურვის წინაშე მყოფი წისქვილკომბინატები შველას ითხოვენ

ბიზნესი პრემიერთან შეხვედრის მოლოდონშია. როგორც საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა აცხადებს დახურვის წინაშე მყოფი წისქვილკომბინატების წარმომადგენლები პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ.
“ხორბლის მარაგი ფაქტიურად ამოწურულია, წისქვილკომბინატები გაჩერდებიან, ეს არის სიტუაცია. წისქვილკომბინატებს ხორბალი არ შემოაქვთ, ქვეყანა გადასულია ფქვილზე. თუ სწორი კონკურენციის პირობები დაბრუნდებოდა, ჩვენ გვქონდა შეთავაზება, რომ სამიზნე ფასს, რასაც პურის მწარმოებლები იტყოდნენ, ჩვენ პირველი ხარისხის ფქვილს მივაწოდებდით.
პრობლემა, რომელიც წისქვილ-კომბინატების დახურვის შესახებ არსებობს, ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა და ამასთან დაკავშირებით, ჩვენ გვინდა შეხვედრა პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილთან. ამ პრობლემის შესახებ თვეების განმავლობაში ჩვენ სამხრივ სამუშაო ჯგუფთან ვმუშაობთ, რომელიც წარმოდგენილია ეკონომიკის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს და სოფლის მეურნეობის მაღალი რანგის წარმომადგენლების დონეზე. ჩვენ იმიტომ ვითხოვთ პრემიერთან შეხვედრას, რომ სამხრივმა სამუშაო ჯგუფმა თავი ამოწურა. ყველას მოსაზრება იყო, რომ პრობლემა დგას და ეს პრობლემა უნდა გადაწყდეს. იქიდან გამომდინარე, რომ პრემიერი არის მთავრობის თავმჯდომარე ის ასევე ეკონომიკური ბლოკის ზემდგომია, მისი გადასაწყვეტია ეს სიტუაცია”,- განაცხადა სილაგავამ მედიაცენტრ „მთავარში“.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობით მონაწილეებმა საშუალოდ 400 000 ლარი დაზოგეს – დავით ნარმანია

კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების …