ბათუმი უძრავი ქონების სფეროში წლის ერთ-ერთ მთავარ ღონისძიებას უმასპინძლებს.
12 ივლისს, 11:00 საათზე ქ.ბათუმში, სასტუმროში „Courtyard by Marriott Batumi“ FIABCI უძრავი ქონების და ტურიზმის ფორუმი “Batumi Real Estate 2023” გაიხსნება.
FIABCI-Georgia და Property Georgia-ს მიერ ორგანიზებული ფორუმი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პატრონაჟით ჩატარდება. ფორუმში მონაწილეობას FIABCI-ის მსოფლიო Prix d’Excellence დაჯილდოების გამარჯვებულები და უძრავი ქონების საერთაშორისო ოსკარების მფლობელი კომპანიები მიიღებენ.
უძრავი ქონების სფეროში წლის მასშტაბურ ღონისძიებას წამყვანი სამშენებლო-დეველოპერული კომპანიები, არქიტექტორები, ურბანისტები, ინვესტორები და ექსპერტები დაესწრებიან. ფორუმზე აჭარის რეგიონის საინვესტიციო და ტურისტულ პოტენციალზე პანელური დისკუსიის ფორმატში, ექსპერტები ისაუბრებენ. ღონისძიების ფარგლებში B2B შხვედრები გაიმართება.
ფლორიდაში, ქ.მაიამიში 5-9 ივნისს გამართულ FIABCI-ის (უძრავი ქონების საერთაშორისო ფედერაცია) 73-ე მსოფლიო კონგრესს, საქართველოდან დელეგაცია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, FIABCI-Georgia-ს მენეჯმენტის და წევრების შემადგენლობით ესწრებოდა. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, 8 ივნისს, მსოფლიო ოსკარებად წოდებული უძრავი ქონების დაჯილდოება გაიმართა. FIABCI World Prix d’Excellence Awards-ზე ქართული პროექტები წელს პირველად იყო წარდგენილი. აღნიშნულმა პროექტებმა საქართველოს სახელით პირველად გაიმარჯვა და უძრავი ქონების სექტროში უმაღლესი ჯილდო-FIABCI World Prix d’Excellence აღიარება მოიპოვა. ესენი არიან: ,,აჭარაბეთ არენა“ (ბათუმის სტადიონი)- წარმდგენები: კომპანია ,,ანაგი“ და კომპანია ,,სიემსი“, მწვანე ქალაქი ლისზე“-წარმდგენი: კომპანია ,,ლისი დეველოპმენტი“ და ,,მეამა“- წარმდგენი: არქიტექტორი, გიორგი ხმალაძე.
აღსანიშნავია, რომ ქ.მაიამიში FIABCI-ის უძრავი ქონების პროექტების Prix d’Excellence დაჯილდოებაზე წელს გამარჯვებულმა პროექტებმა, პირველ ეტაპზე, 2022 წლის 28 ოქტომბერს, FIABCI-Georgia-ს და Property Georgia-ს ორგანიზებით და ,,საქართველოს ბანკის მხარდაჭერით“, გამართულ FIABCI-Georgia Prix d’Excellence Awards-ზე მოიპოვეს გამარჯვება. შემდეგი, რიგით მეორე ეროვნული დაჯილდოება 2024 წელს გაიმართება. გამარჯვებულებს ქართველი და საერთაშორისო უძრავი ქონების პროფესიონალებისგან შემდგარი ჟიური შეარჩევს.
შემთხვევითი სიახლე
ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობით მონაწილეებმა საშუალოდ 400 000 ლარი დაზოგეს – დავით ნარმანია
კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების …