14-16 მარტს, ქალაქ ბათუმში, საერთაშორისო საგამოფენო კომპანია GEONET EXPO–ს ორგანიზებით, “სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა და უძრავი ქონების” მე-11 საერთაშორისო გამოფენა Batumi Build 2022 გაიმართება
Batumi Build 2022-ის მიზანია, სამშენებლო ინდუსტრიაში არსებული ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების ერთ სივრცეში გაერთიანება, რაც ხელს შეუწყობს კომპანიებისა და ვიზიტორების გაცნობას, ბიზნეს კონტაქტების მოძიებასა და შემდგმოში საქმიანი ურთიერთობების გაგრძელებას. გამოფენაზე, შესაძლებელი იქნება კომპანიებს შორის B2B შეხვედრების ორგანიზება. აღნიშნულ გამოფენაში 60 მდე ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია მონაწილეობს
Batumi Build 2022 მონაწილე კომპანიების სფეროები:
- სამშენებლო ტექნიკის, მასალებისა და დანადგარების მწარმოებელი კომპანიები;
- სამშენებლო და დეველოპერული;
- არქიტექტორები და არქიტექტურული კომპანიები;
- უძრავი ქონებისკომაპნიები;
- სამშენებლო ინტერიერისა და ექსტერიერის კომპანიები;
- კონდიცირებისა და გაგრილების სისტემის მწარმოებელი კომპანიები;
გამოფენის მხარდამჭერია: საქართველოს მთავრობა, აჭარის ა/რ მთავრობა, საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო, აჭარის ა/რ ფინანსთა დაეკონომიკის სამინისტრო, ბათუმის მერია, საქართველოს სავაჭრო–სამრეწველო პალატა, აჭარის სავაჭრო–სამრეწველო პალატა, საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია (IIA), თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია (MÜSİAD), ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია (GÜRTİAD), საქართველოს ბიზნეს ასოციაცია (BAG), საერთაშორისო სავაჭრო პალატა საქართველოში (ICC), დასაქმების სააგენტო რეკრუიტერი.
გამოფენა ოფიციალურად 14 მარტს, 12 : 00 საათზე, ბათუმის სპორტის სასახლეში გაიხსნება. მის : ლადო ასათიანის N27 გაიმართება.
გამოფენაზე ვიზიტიორების დასწრება თავისუფალია.