ბათუმი ავარიული სახლების გარეშე სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, აჭარის მთავრობა დეველოპერებს 150 მლნ ლარის თავდებობას სთავაზობს

საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა სამთავრობო მიზნობრივი პროგრამა ,,ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“, რომლის თანახმადაც ბიუჯეტით გათვალისწინებული ღონისძიებების პარალელურად პროცესში ინვესტორები, სამშენებლო-დეველოპერული კომპანიები, საფინანსო ორგანიზაციები ჩაერთვებიან.

„დღეს საქართველოს მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა მიზნობრივი პროგრამა „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე.“ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სრულად ჩანაცვლდება დაახლოებით 300-მდე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი ახალი, თანამედროვე საცხოვრისით და 3000-ზე მეტი ოჯახი გააგრძელებს ცხოვრებას უსაფრთხო გარემოში. ამ მიზნით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა ყველა დეველოპერს, მშენებელ კომპანიას შესთავაზებს 150 მილიონი ლარის მოცულობის საბანკო თავდებობას პროგრამის წარმატებით განხორციელებისთვის. ჩვენ ეს პროგრამა უკვე გასულ წელს დავიწყეთ. 80 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული კაპიტალური პროექტებისთვის. ეს არის ამ პროგრამის მეორე ფაზა, რომლის ფარგლებშიც ჩაერთვებიან როგორც საკრედიტო-საფინანსო დაწესებულებები, ასევე, დეველოპერები“ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

სახელმწიფო პროგრამის ამოქმედება ბათუმში ათწლეულების განმავლობაში არსებული ავარიული სტატუსის მქონე სახლების მასშტაბურობით არის განპირობებული. ბათუმში 3000-ზე მეტი ოჯახი საჭიროებს უსაფრთხო საცხოვრისს. პროგრამის თანახმად, ბათუმში არსებული ავარიული შენობები თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი კომპლექსებით ჩანაცვლდება. პროგრამა უზრუნველყოფს მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას, უსაფრთხო საცხოვრისი გარემოს შექმნას, ქალაქის იერსახის გაუმჯობესებას, სამშენებლო ბიზნესის სტიმულირებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.

აჭარის მთავრობამ ბათუმის მერიასთან ერთად ,,ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ 4 წლიანი პროგრამის პირველი ეტაპის განსახორციელებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. მხოლოდ 2022 წლისთვის ბიუჯეტში 20 მლნ ლარია გათვალისწინებული.

საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად, ბათუმი ავარიული სახლების გარეშე სამთავრობო მიზნობრივი პროგრამას დაემატება ახალი კომპონენტი, რომელიც სახელმწიფო პროგრამასთან ერთად ითვალისწინებს პოტენციური ინვესტორების, სამშენებლო-დეველოპერული კომპანიების, საფინანსო ორგანიზაციების ჩართულობას აღნიშნულ პროცესში. პროექტის დასრულება უზრუნველყოფილი იქნება აჭარის მთავრობის მიერ 150 000 მლნ ლარის მოცულობის ფინანსური გარანტიით, უძრავი ნივთის შესყიდვის ინსტრუმენტის გამოყენებით.

პროგრამის განხორციელებაში ჩართული იქნება აჭარის მთავრობა, ბათუმის მერია, საბანკო სექტორი და სამშენებლო-დეველოპერული კომპანიები.

 

შემთხვევითი სიახლე

ფინანსთა სამინისტრო: ბოლო 5 წლის განმავლობაში ბიუჯეტის დეფიციტის ფაქტობრივი მაჩვენებელი მუდმივად კლებადია

ბიუჯეტის დეფიციტურ ხარჯვასთან დაკავშირებით გავრცელებულ მორიგ სიცრუეს, სრულიად აქარწყლებს ის ოფიციალური მონაცემები, რომელიც გამოქვეყნებულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდებზე. კერძოდ: ⁠⁠ბოლო5 წლის განმავლობაში ბიუჯეტის დეფიციტის ფაქტობრივი მაჩვენებელი მუდმივად კლებადია; ⁠⁠2025წელი ამ მხრივ გამორჩეული იყო, ვინაიდან პირველად დეფიციტის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად ჩამოსცდა მშპ-ის 2%-ს და 1,4% შეადგინა, რაც ბიუჯეტის დეფიციტის ისტორიული მინიმუმია; ⁠⁠ნომინალურმაჩვენებლებსაც თუ შევხედავთ, გეგმასთან მიმართებით დეფიციტი მცირდებოდა, საშუალოდ, 150-200 მლნ ლარის ფარგლებში, თუმცა გასულ წელს დეფიციტის შემცირების მაჩვენებელმა 1 მილიარდ ლარს გადააჭარბა; ⁠⁠ასევესიცრუეა, თითქოს, შემოსავლებს და ხარჯებს შორის სხვაობა გასულ პერიოდში დაგროვილი ნაშთით დაფინანსდა. თუ შევხედავთ მთავრობის ჯამურ დეპოზიტებს, მისი მოცულობა 2025 წელს, ჯამურად, 900 მილიონ ლარზე მეტით გაიზარდა და 6 მილიარდ 100 მილიონ ლარს გადააჭარბა. ⁠⁠უშუალოდსახელმწიფო ბიუჯეტის დეპოზიტების ზრდამ 80 მილიონ ლარს გადააჭარბა; ⁠⁠ასევე,აღსანიშნავია, რომ 2025 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილი შემოსავალი გადაჭარბებით შესრულდა და ჯამში, გადაჭარბებამ 200 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. ამ მონაცემებიდან გამომდინარე, ბიუჯეტის დეფიციტურ ხარჯვასთან დაკავშირებით დღეს გავრცელებული მორიგი დეზინფორმაცია და მისი დაკავშირება სასურსათო პროდუქციის ფასებთან, არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგი უშედეგო მცდელობა.