Bank of America ნავთობის ფასის 120 დოლარამდე ზრდას პროგნოზირებს

ამერიკულმა საბანკო გიგანტმა Bank of America Corp.-მა (BofA) გაზარდა Brent მარკის ნავთობის ფასის პროგნოზი 2022 წლის შუა რიცხვებში 120 დოლარამდე/ბარელზე, ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს Bloomberg BofA-ზე დაყრდნობით.

“Bank of America ელოდება, რომ 2022 წლის ივნისის ბოლოსთვის Brent მარკის ნავთობის ფასი გაიზრდება 120 დოლარამდე/ბარელზე“, – აცხადებენ სააგენტოში.

ბანკი აღნიშნავს, რომ გლობალურმა ენერგეტიკულმა კრიზისმა გამოიწვია ფასების ზრდა გაზსა და ქვანახშირზე მთელს მსოფლიოში, რაც დააჩქარა ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე საორიენტაციო სანავთობო ფიუჩერსების ფასების დაბრუნება წინა მაღალ მაჩვენებლამდე.

გარდა ამისა, Bloomberg-ის მონაცემებით, BofA განმარტავს, რომ ბენზინზე მოთხოვნილების ზრდამ, დიზელზე და ავიასაწვავთან ერთად, გადამამუშავებელი სიმძლავრეების შეზღუდვასთან ერთად შეიძლება კიდევ უფრო დააჩქაროს ნავთობის ფასის ზრდა 2022 წელს.

Bank of America Corp. დაარსდა 1904 წელს, ეს არის მრავალპროფილიანი ფინანსური ინსტიტუტი, და შედის აშშ-ის ბანკების ე.წ. “დიდ ოთხეულში” თავის მთავარ კონკურენტებთან ერთად – Citigroup, JP Morgan Chase და Wells Fargo.

შემთხვევითი სიახლე

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მონაწილეობა მიიღო ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში (EQAF), რომელიც უმაღლესი …