BAG-ში ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები განიხილეს

ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები განიხილეს საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში (BAG) ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც სამედიცინო სექტორში მოღვაწე მსხვილი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომიტეტის ფარგლებში განხილული იქნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მიღებული 520-ე დადგენილება, ასევე საყოველთაო დაზღვევის და სელექტიური კონტრაქტების საკითხები.

კომიტეტის სხდომაზე კომპანიების წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ ერთობლივად შეიმუშავებენ ჯანმრთელობის დაცვის სექტორის გავითარების დოკუმენტს, რომელსაც წარუდგენენ სამინისტროს, ასევე, გადაწყდა, რომ ასოციაცია აქტიურად ჩაერთვება 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებულ განხილვებში და დაიცავს წევრი კომპანიების ინტერესებს.

შეხვედრის დასასრულს კომიტეტის თავმჯდომარემ ნინა კობახიძემ განცხადა, რომ „რეფორმის პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია შედგეს კომუნიკაცია სახელმწიფოსა და კომპანიებს შორის იმისთვის, რომ შევქმნათ სექტორის რეფორმის ახალი მოდელი, სადაც იქნება კმაყოფილი პაციენტი და სახელმწიფო, რომელიც დაზოგავს თანხას და არ დახარჯავს ზედმეტ ფულს; იქნება ასევე მოთამაშე ბიზნესის სახით, ზუსტად ინფორმირებული იმის შესახებ, თუ რა ტიპის სერვისები დაიწყოს და განავითაროს“.

შემთხვევითი სიახლე

სემეკი სისტემატურად ახორციელებს შეთანხმებული საინვესტიციო პროექტების შესრულების ხარისხსა და ვადების მონიტორინგს – დავით ნარმანია

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეკონომიკური …