BAG ეკონომიკის 44.8%-იან ზრდაზე: ბიზნესის საინვესტიციო აქტივობისთვის ოპტიმიზმის საფუძველს ქმნის

თბილისი (BPI) – საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში (BAG) აპრილში ეკონომიკის 44,8%-იან ზრდას საინვესტიციო აქტივობებისთვის მნიშვნელოვნად ფაქტორად აფასებენ.

„უაღრესად მნიშვნელოვანი და პოსტ-კოვიდური ეკონომიკის აღდგენისთვის გარდამტეხი მაჩვენებელი, რომელიც ბიზნესის საინვესტიციო აქტივობისთვის უმნიშვნელოვანესი პარამეტრის, ოპტიმიზმის საფუძველს ქმნის,“ – განმარტავენ ასოციაციაში.

ამავდროულად ასოციაციაში აღნიშნავენ, რომ მაკროეკონომიკური მაჩვენებელები იძლევა იმედს, რომ ეკონომიკა უფრო სწრაფად აღდგება.

„რიგი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება რეალურად გვაძლევს იმის იმედს, რომ პოსტ-კოვიდურ პერიოდში ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის აღდგენა უფრო სწრაფად მოხდება ვიდრე ამის მოლოდინი არსებობდა. ამას გარდა, დადებითი ტენდენციების ფონზე უნდა ვივარაუდოთ, რომ უკანასკნელ პერიოდში დაწყებული ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის გამყარება არა დროებით, ხანმოკლე ცვალებადობას, არამედ კონკრეტული მიზეზებით გამოწვეულ ტენდენციას წარმოადგენს, რომელიც, თავის მხრივ, ეკონომიკის შემდგომი გახსნის პარალელურად, დამატებით გახდება ბიზნესის გაზრდილი აქტივობის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი და ღირებული მიზეზი,“ აცხადებენ BAG-ში

როგორც საქართველოს ბიზნეს ასოციაცია განცხადების ბოლოს აღნიშნავს, გაუმჯობესებული ვითარების შენარჩუნება საქართველოს ხელისუფლების, ბიზნეს ოპერატორებისა და თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობაა, რადგანაც დაჩქარებული ვაქცინაცია და შესაბამისი ნორმების დაცვა უნდა გახდეს ეკონომიკის შემობრუნების, ლარის კურსის გამყარებისა და ეკონომიკის შემდგომი ზრდის აუცილებელი გარანტი.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …