BAG-ში სავალუტო რისკის ჰეჯირების საკითხზე საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან იმსჯელეს

თბილისი (BPI) – საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ საკუთარ წევრებთან, ძირითადში კი წამყვანი კომერციული ბანკების წარმომადგენლებთან მორიგი დისტანციური შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე განხილული იყო ლარის სავალუტო კურსის ჰეჯირების ინსტრუმენტები, რომელიც ერთის მხრივ, ხელს შეუწყობს, საბანკო სექტორის მიერ ლარების მობილიზაციასა და შესაბამისად, ლარებში სესხების გაცემას, მეორეს მხრივ კი ლარის გაცვლითი კურსის სტაბილურობას.

COVID 19- ის პანდემიიდან გამომდინარე, ქვეყანას მნიშვნელოვნად შეუმცირდა სავალუტო შემოდინებები, რაც ლარის კურსზე ნეგატიურად აისახა. კურსზე ზეწოლას ასევე ამძაფრებს არსებული ნეგატიური მოლოდინები. შედეგად, ბაზარზე გაზრდილია მოთხოვნა უცხოურ ვალუტაში დენომინირებულ დეპოზიტებზე და ასევე გაზრდილია მოთხოვნა ლარში დენომინირებულ სესხებზე. ამ დისბალანსმა, ბუნებრივია, გამოიწვია ლარებში საპროცენტო განაკვეთების საგრძნობი ზრდა.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში მიაჩნიათ, რომ უაღრესად მნიშვნელოვანი და ეფექტური იქნება სავალუტო ჰეჯირების ინსტრუმენტის გამოყენება. ეს ინსტრუმენტი, რომლის მექანიზმებსაც საქართველოს ბიზნეს ასოციაცია უკვე გარკვეული პერიოდია ამუშავებს, საშუალებას იძლევა, რომ კომერციულ ბანკებში დღეს არსებული და სამომავლოდ მოსაზიდი უცხოური ვალუტა გარდაიქმნას ლარად ისე, რომ ამ პროცესმა ლარის გაცვლით კურსზე არ იქონიოს ნეგატიური ეფექტი. შემოთავაზებული ჰეჯირების ინსტრუმენტის მთავარი პრინციპები იქნება:

· საქართველოს მთავრობა და საქართველოს ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს შესაბამისი ფასის გადახდით დაუზღვევს სავალუტო რისკს გარკვეულ თანხაზე

· ბანკები, ამ თანხის ფარგლებში, შიდა სავალუტო ბაზარზე დააკონვერტირებენ უცხოურ ვალუტას ლარში და გასცემენ სესხებს ლარში

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია საქართველოს მთავარობასა და საქართველოს ეროვნულ ბანკთან ამ საკითხზე აქტიურ და პროფესიულ კონსულტაციებს განახორციელებს. ბიზნეს ასოციაციაში ვარაუდობენ, რომ ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი იქნება ზემოაღნიშული ინიციატივა, რაც მნიშვნელოვანი ღირებულების მომტანი იქნება ბიზნესისათვის და ეს განსაკუთრებით დღევანდელ ვითარებაში.

შემთხვევითი სიახლე

სოსო ფხაკაძე: ხელისუფლებასთან თანამშრომლობის შედეგად შრომის კოდექსი დაბალანსებულია

თბილისი (BPI) – როგორც საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში აცხადებენ, პარლამენტის მიერ შრომის კანონმდებლობაში ცვლილებების პაკეტის მეორე …