B COM – თიბისიმ ბიზნესისთვის ახალი სივრცე შექმნა

თბილისი (BPI) – თიბისი ბიზნესი ბიზნესსაზოგადოებისთვის ახალ სივრცეს ქმნის.  B COM  არის  ბიზნესკომუნიკაციის პლატფორმა, რომელიც მასში გაწევრიანებულ ბიზნესებს სხვადასხვა სახის ბენეფიტებს სთავაზობს.  B COM ხელს შეუწყობს  ბიზნესკლიენტებს ბიზნესის შექმნასა და განვითარებაში.

B COM-ში  გაწევრიანებულ ბიზნესკლიენტებს საშუალება ექნებათ, დაესწრონ პრაქტიკულ ტრენინგებს და ლექციებს, დარგის ექსპერტებისგან შეიტყონ ბიზნესსფეროში მიმდინარე სიახლეები, მონაწილეობა მიიღონ რეგიონალურ ფორუმებში. პლატფორმის წევრები, ასევე, ისარგებლებენ მათ ბიზნესებზე მორგებული სპეციალური შეთავაზებებით.

B COM – ში გასაწევრიანებლად საჭიროა სპეციალურად შექმნილი ბიზნესნაკრების გამოწერა: Fix, Agro ან Life.  მათი გამოწერა შესაძლებელია ფიქსირებულ ფასად, რის შემდეგაც საზოგადოების წევრობის გარდა, ბიზნესკლიენტები მიიღებენ ყველა საბანკო პროდუქტს, რომელიც მათ  ყოველდღიური ოპერაციებისთვის ესაჭიროებათ.

მაგალითად, FIX ნაკრების გამოწერით, თვეში ფიქსირებულ 10 (ფიზიკური პირებისთვის) ან 20  ლარად (იურიდიული პირებისთვის), ბიზნესკლიენტები მიიღებენ შემდეგ პროდუქტებს:

·         ბიზნესბარათს;

·         თანხის განაღდებას საკომისიოს გარეშე თიბისის და პარტნიორი ბანკების ბანკომატებში;

·         ულიმიტო და უფასო გადარიცხვებს საქართველოს მასშტაბით

·         უფასო დიჯიპას აპლიკაციას  სმს სერვისსა და ინტერნეტბანკს;

B COM-ის მიზანია შექმნას ბიზნესეკოსისტემა, სადაც ხელმისაწვდომი იქნება ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო ინსტუმენტები, კლუბის წევრები გაიცნობენ საქართველოში მოქმედ სხვადასხვა ბიზნესებს და ექნებათ შესაძლებლობა დაამყარონ მათთან კონტაქტები.

შემთხვევითი სიახლე

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მონაწილეობა მიიღო ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში (EQAF), რომელიც უმაღლესი …