აჭარის მთავრობა მწვანე ტბის ტერიტორიის კეთილმოწყობას გეგმავს

თბილისი (BPI) – აჭარის მთავრობა წელს მწვანე ტბის ტერიტორიის კეთილმოწყობას გეგმავს.

გეგმის შესახებ აჭარის მთავრობამ უკვე დაანონსა. დეკემბრის ბოლოს გაცხადდა, რომ 2019 წელს გოდერძის უღელტეხილიდან-მწვანე ტბამდე გზის რეაბილიტაცია დასრულდება.

გეგმის მიხედვით, დაგეგმილია საპიკნიკე ადგილებისა და ღია ამფითეატრის, ასევე სპორტული მოედნისა და სამაშველო სამსახურის ცენტრის მოწყობა. 

როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ჯერ კიდევ 2018 წლის ზაფხულში აღნიშნა, მწვანე ტბა ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ბუნებრივი ტბაა საქართველოში და იგი აუცილებლად უნდა იქცეს პოპულარულ ტურისტულ მარშრუტად.

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანიამ საერთაშორისო ფორუმზე სასმელი წყლის ეფექტიანი მართვის საკითხებზე ისაუბრა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო „წყლის მომავლის …