“აჭარა ჯგუფი” სასტუმროებს ბაკურიანსა და ციხისძირში გახსნის

თბილისი (BPI) – “აჭარა ჯგუფი” წელს ბაკურიანში სასტუმრო Rooms Hotel Kokhta-ს გახსნის.

94-ნომრიანი სასტუმრო კოხტაგორის ტერიტორიაზე, კოხტას ახალი სათხილამურო ტრასის საბაგიროსთან გაიხსნება. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ვალერი ჩეხერია AT.ge-სთან ამბობს, რომ სასტუმრო გამორჩეული იქნება არქიტექტურით და დიზაინით და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რეგიონში ტურიზმის განვითარებაში.  

ჩეხერიას თქმით, კომპანიის ინტერესების სფეროს მოიცავს შავი ზღვის რეგიონიც და მასშტაბური პროექტის განხორციელდება ციხისძირის ტერიტორიებზე, ბათუმში კი მომავალში სასტუმრო Rooms-ი გაიხსნება.

ჯგუფი მუშაობს Rooms-ის ბრენდის ექსპორტზე უცხოეთში და კერძოდ ნიუ-იორკში.

შემთხვევითი სიახლე

2025 წლის მონაცემებით, ფოთის პორტში ყველაზე მეტი კონტეინერი მაისში დამუშავდა

2025 წლის იანვრიდან დღემდე, ეიპიემ ტერმინალს ფოთმა მაისის თვეში ყველაზე მეტი, 58 629 TEU კონტეინერი დაამუშავა. …