Apple Pay – მარტივი და უსაფრთხო გადახდები ბაზისბანკის VISA და Mastercard ბარათებით

თბილისი (BPI) – ამიერიდან, Apple Pay-ს გადახდებით სარგებლობა ბაზისბანკის Mastercard ბარათებითაც შესაძლებელია.

შეგახსენებთ, რომ ბაზისბანკის მომხმარებელს უკვე აქვს Apple Pay-ს სწრაფი და მოსახერხებელი მობილური გადახდების შესაძლებლობა.

Apple Pay კომპანია  Apple-ის  მობილური გადახდის სისტემაა, რომელიც მომხმარებლებს  iPhone-ისა და Apple Watch-ის მეშვეობით ტერმინალზე თანხის სწრაფად, უსაფრთხოდ და მარტივად გადახდის შესაძლებლობას აძლევს.

უსაფრთხოება და კონფიდენციალურობა Apple Pay-ს მთავარი ღირებულებაა. Apple Pay-თ გადახდისას, საკრედიტო ან სადებეტო ბარათის ნომრები არ ინახება არც Apple-ის მოწყობილობაში და არც სერვერებზე. თითოეული ტრანზაქციის ავტორიზაცია ხორციელდება ერთჯერადი დინამიური კოდის საშუალებით.

Apple Pay-ში ბაზისბანკის ბარათების დამატება მარტივია. Apple Pay-ში დამატების შემთხვევაში, მომხმარებლები კვლავ გააგრძელებენ მათი საკრედიტო თუ სადებეტო ბარათებით  განსაზღვრული ბენეფიტებით სარგებლობას.

iPhone-ის და Apple Watch-ის გამოყენებით Apple Pay-ით გადახდა  შესაძლებელია, როგორც მაღაზიებში, რესტორნებსა და ტაქსში, ასევე სხვა უამრავ ობიექტზე, სადაც ხორციელდება უკონტაქტო გადახდები. ონლაინ შოპინგი კი, აპლიკაციებსა და ვებგვერდებზე, ისეთივე მარტივია, როგორც Touch ID-ზე ერთი თითის დადება. უკვე აღარ არის საჭირო გადახდის ვრცელი ფორმების შევსება. Apple Pay–თ თითოეული გადახდა თითის ანაბეჭდით, სახის ამოცნობის სერვისით ან ე.წ. პინკოდის შეყვანით მარტივად არის შესაძლებელი.

 

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …