სააგენტოს პროგრამაში “სუბსიდირებული იპოთეკური სესხი” ცვლილება შევიდა

სააგენტოს პროგრამაში – „სუბსიდირებული იპოთეკური სესხი” ცვლილება შევიდა. კერძოდ, გაფართოვდა მარტოხელა მშობლის სტატუსის განსაზღვრება.

ცვლილების თანახმად, პროგრამით სარგებლობა შეეძლებათ:

– საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე საქართველოს მოქალაქეს ან/და;

– საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირს, რომელიც სესხის აღების მომენტში არ იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში და ჰყავს არასრულწლოვანი შვილ(ები)ი/აყვანილი შვილ(ები)ი.

შეგახსენებთ, რომ პროგრამა მიზნად ისახავს, როგორც უძრავ ქონებაზე მოთხოვნის სტიმულირებას, ასევე, მრავალშვილიანი ოჯახების, ან ისეთი მშობლების მხარდაჭერას, რომლებსაც ჰყავთ ახალშეძენილი შვილები.

პროგრამა ითვალისწინებს სესხებზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის სუბსიდირებას სესხის გაცემიდან 60 თვის მანძილზე.

პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა აქვს სუბიექტს, რომელსაც:

• ჰყავს 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ დაბადებული 1 წლამდე ასაკის შვილი;

• სესხის აღების მომენტში ჰყავს 3 ან მეტი არასრულწლოვანი შვილი;

• სესხის აღების მომენტში ჰყავს 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ შვილად აყვანილი არასრულწლოვანი პირი.

შემთხვევითი სიახლე

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით სემეკის მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში გურიის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებული …