8-13 დეკემბერს საქართველოს ინვესტორთა ჯგუფი ეწვევა

8-13 დეკემბერს, კომპანია IBCCS Georgia-სა და საქართველო კვიპროსის ბიზნესკლუბის ორგანიზებით, საქართველოს ინვესტორთა ჯგუფი ეწვევა. შეხვედრები და ბიზნესტური დაგეგმილია ბათუმში, თბილისსა და გუდაურში.
დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართება აჭარის ბიზნესფორუმი – „საგადასახადო  უპირატესობები და საინვესტიციო შესაძლებლობები საქართველოში“, რომელიც 10 დეკემბერს სასტუმრო „რედისონ ბლუ ბათუმში“ ჩატარდება, აჭარის ავტონომიური  რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით.
აღნიშნული კონფერენციის მთავარი მიზანია წარმოაჩინოს სამეწარმეო საქმიანობის მრავალფეროვნება ჩვენს ქვეყანაში და ხელი შეუწყოს ქართული თუ უცხოური ბიზნესწრეების წარმომადგენელებს შორის მყარი საქმიანი კავშირების ჩამოყალიბებას. ღონისძიებას დაესწრებიან:
• საინვესტიციო ჯგუფები და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები პოლონეთიდან,
კვიპროსიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ესტონეთიდან, ისრაელიდან, გერმანიიდან, უკრაინიდან
და სხვა;
• კომპანიები სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, ვაჭრობის, ლოჯისტიკის, მსუბუქი მრეწველობის, გემთმშენებლობის სექტორებიდან;
• უძრავ ქონებაში ინვესტირებით დაინტერესებული ჯგუფები;

ფორუმზე მოწვეულნი არიან საქართველოს სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებიც.

შემთხვევითი სიახლე

წყალმომარაგების სექტორში მეტი ინვესტიცია ნიშნავს შემცირებულ ავარიულ გათიშვებსა და მოწესრიგებულ ინფრასტრუქტურას – დავით ნარმანია

სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეკონომიკური ფორუმის 31-ე პანელურ დისკუსიაში – „წყლის რესურსები …