7 დეკემბერს ენერგოომბუდსმენის სამსახური 20 წლის იუბილეს აღნიშნავს

7 დეკემბერს სემეკთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის (ენერგოომბუდსმენის) სამსახური აღნიშნავს 20 წლის იუბილეს. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები. აგრეთვე, იუბილეს დაესწრებიან უფლებადამცველი ორგანიზაციები და სხვა მოწვეული სტუმრები.

ღონისძიება გაიმართება საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, მისამართზე: ქ. თბილისი, ლ. გუდიაშვილის ქ. №7, დასაწყისი 11:00 საათზე.

შემთხვევითი სიახლე

ჩვენი მიზანია, რომ რეგიონი კიდევ უფრო გავაძლიეროთ და ოთხივე სეზონზე გახდეს ტურისტულად მიმზიდველი – სულხან თამაზაშვილი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი კურორტ „გოდერძიზე“ ზამთრის ტურისტული სეზონის მიმდინარეობას გაეცნო და სამუშაო შეხვედრა …