69 სასტუმრო და 2000 სასტუმრო ოთახი – “უმასპინძლე საქართველოში“ ბენეფიტები

თბილისი (BPI) – “უმასპინძლე საქართველოში“ დახმარებით ნოემრბის მონაცემებით, 69 სასტუმრო გაიხსნება და ქვეყანაში ტურისტებისთვის დამატებით 2000 ოთახი შეიქმნება.

სასტუმროების გახსნის შედეგად, ქვეყანაში 1900-ზე მეტ სამუშაო ადგილი გაჩნდება, პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა კი 190 მლნ ლარს მიაღწევს.

სასტუმროები აშენებდება: ბორჯომში, ბაკურიანში, გუდაურში, ფოთში, ურეკში, ნიკორწმინდაში, ყაზბეგში, საგარეჯოში, გონიოში, შეკვეთილში, თელავში, წყალტუბოში, ქუთაისში, ზუგდიდში, მესტიაში, გურჯაანსა და გორში.

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანიამ საერთაშორისო ფორუმზე სასმელი წყლის ეფექტიანი მართვის საკითხებზე ისაუბრა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო „წყლის მომავლის …