5-ვარსკვლავიან სასტუმროში განთავსების საშუალო ფასი 481 ლარია

თბილისი (BPI) – 2019 წლის იანვარში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 124 ლარი შეადგინა. PMCG-ის ანალიტიკური ინფორმაციის მიხევით, 3-ვარსკვლავიან სასტუმროთა შორის ყველაზე მაღალი საშუალო ფასი რეგიონებს შორის მცხეთა-მთიანეთში – 200 ლარი დაფიქსირდა.

4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა იანვარში  225 ლარი შეადგინა. 4-ვარსკვლავიან სასტუმროთა შორის, ყველაზე მაღალი საშუალო ფასი მცხეთა-მთიანეთში – 324 ლარი დაფიქსირდა.

5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასმა იანვარში 481 ლარი შეადგინა. თბილისში, ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 600 ლარი შეადგინა, აჭარაში – 480 ლარი,  სამცხე-ჯავახეთში – 385 ლარი, ხოლო კახეთში – 285 ლარი.

საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასმა იანვარში 69 ლარი შეადგინა. ყველაზე მაღალი ფასი   საოჯახო  ტიპის  სასტუმროებში  გურიაში – 109 ლარი  დაფიქსირდა.

შემთხვევითი სიახლე

2025 წლის მონაცემებით, ფოთის პორტში ყველაზე მეტი კონტეინერი მაისში დამუშავდა

2025 წლის იანვრიდან დღემდე, ეიპიემ ტერმინალს ფოთმა მაისის თვეში ყველაზე მეტი, 58 629 TEU კონტეინერი დაამუშავა. …