30 აპრილიდან ყველა სამგზავრო მატარებელი კოპიტნარში გაჩერდება

კოპიტნარის რეაბილიტირებულ სადგურში დღეს პირველი მატარებლები გაჩერდნენ. საქართველოს რკინიგზის ახალი გაჩერება ქუთაისის აეროპორტის მგზავრებზე არის გათვლილი.

კომპანიის გენერალური დირექტორის განცხადებით, დღეიდან განახლებულ სადგურში ყველა მაგისტრალური მიმართულებით მოძრავი  მატარებელი გაჩერდება. საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი, დავით ფერაძე აღნიშნავს, რომ საქართველოს რკინიგზა მგზავრებს კომფორტულ მომსახურებასა და უსაფრთხო გადაყვანას სთავაზობს. განახლებულ სადგურს ,,ქუთაისის აეროპორტი” ეწოდა.

ის თანამედროვე სტანდარტებს შეესაბამება და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის არის ადაპტირებული. საქართველოს რკინიგზის ინიციატივით, პირველი 7 დღის განმავლობაში ყველა მგზავრი, რომელიც ქუთაისის აეროპორტის ავიაბილეთს რკინიგზის სალაროში წარადგენს თბილისიდან, ზუგდიდიდან, ბათუმიდან, ფოთიდან და ოზურგეთიდან კოპიტნარამდე და კოპიტნარიდან თბილისის, ბათუმის, ზუგდიდის, ფოთისა და ოზურგეთის მიმართულებით – უფასოდ იმგზავრებს.

შემთხვევითი სიახლე

გივი სანიკიძე მესტიაში კრიპტომაინინგის აღმოფხვრასთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილებაზე: ცალსახად სწორი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, სახელმწიფო სტრუქტურების ჩართვა აუცილებელი იყო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) წევრის, გივი სანიკიძის შეფასებით, მთავრობის გადაწყვეტილება მესტიაში …