29 მაისიდან ყველა მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდება

თბილისი (BPI) – 29 მაისიდან ყველა მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

პრემიერის განმარტებით, ამ გადაწყვეტილების მიღების საშუალება შესაბამის უწყებებს ქვეყანაში არსებულმა ეპიდემიოლოგიურმა ვითარებამ მისცა.

თბილისის მეტრომ მუშაობა კორონა ვირუსის გამო 30 მარტს შეწყვიტა.

შემთხვევითი სიახლე

სემეკის გადაწყვეტილებებით, 8 თვეში, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებზე 456 ათას ლარზე მეტი კომპენსაცია გაიცა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის(სემეკ) მიერ ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში დადგენილი …