თბილისი (BPI) – იყო დრო, როცა პენსია საბჭოთა კავშირში შემავალ ყველა რესბუბლიკაში ერთნაირი იყო. რა შეიცვალა თითქმის 30 წლის შემდეგ. რა რაოდენობის პენსიას იღებენ და როგორია საპენსიო ასაკი პოსტსაბჭოთა სივრცეში დღეს. 1956 წლიდან მოყოლებული რუსეთში მამაკაცების საპენსიო ასაკი 60 წელი, ქალებისთვის 55 წელი იყო, თუმცა მიმდინარე წლის 1 იანვრიდან საპენსიო ასაკი როგორც კაცებისთვის ისე ქალებისთვის ერთი წლით გაიზარდა.
მინიმალური პენსია დღეის მდგომარეობით რუსეთში 216 $-ის ეკვივალენტია. საპენსიო რეფორმის შედეგად რუსეთში ამჟამად პენსიის სამი კატეგორია მოქმედებს: სოციალური, სადაზღვეო და დაგროვებითი. სამხედრო მოსამსახურეების საშულო პენსია რუსეთში 25 ათას რუბლს ანუ დაახლოებით 337 დოლარს შეადგენს.
ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან ყველაზე მაღალი პენსია ესტონეთშია – 434 $. მაღალია პენსია ლატვიასა და ლიტვაშიც, შესაბამისად 315$ და 286$. ას დოლარს აჭარბებს პენსია რუსეთში, (216$) ბელარუსში, (159$) ყაზახეთში, ( 137$) და აზარბაიჯანში (117$) ას დოლარს უახლოვდება პენსია თურქმენეთშიც (93$) შემდეგ მოდის სომხეთი, ( 84$) ყირგიზეთი, (76$) საქართველო, (75$) უკრაინა, ( 65$) მოლდოვა (64$) უზბეკეთი (35$ ) და ტაჯიკეთი (30$)
საინტერესოა, რომ საპებსიო ასაკი ყველაზე მაღალი როგორც კაცებისთვის (65 წელი) ისე ქალებისთვის (60 წელი) საქართველოში, ლიტვაში, ლატვიასა და ესტონეთშია. სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში მამაკაცების საპენისო ასაკი 60-დან 63 წლამდე, ხოლო ქალების 55-დან 59 წლების ფარგლებში მერყეობს.
საინტერესოა, რომ საქართველოსა და პალტიისპირეთის რესპუბლიკების მსგავსი საპენსიო ასაკი ფიქსირდება თითქმის ყველა ევროპულ ქვეყანაში. გამონაკლისი დანია, იტალია და ჰოლანდიაა, სადაც მამაკაცების საპენსიო ასაკი შესაბამისად 74, 71 და 70 წელია.
როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან საქართველოში დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონის ის ნაწილი ამოქმედდა, რომელიც საქართველოს მოსახლეობას საშუალებას აძლევს პენსიისთვის თავადაც შეინახოს თანხა. უკვე მოქმედი კანონის თანახმად, 40 წლამდე საქართველოს მოქალაქე (დასაქმებული) საპენსიო ფონდში რიცხავს ხოველთვიური ხელფასის 2 %-ს. დამსაქმებელი დასაქმებულის ხელფასის 2%-ს, ხოლო სახელმწიფო დასაქმებულის საშემოსავლო გადასახადიდან იღებს ასევე 2%- ს და მას საპენსიო ფონდში რიცხავს.საპენსიო შენატანების ადმინისტრირება საპენსიო სააგენტოს ევალება. მაგალითად, თუ თქვენი ხელფასი 1 000 ლარია, დამსაქმებელი საპენსიო ფონდში გადაიხდის 20 ლარს, თქვენ, ანუ დასაქმებული, ასევე – 20 ლარს და სახელმწიფოც -20 ლარს. ეს, საბოლოოდ, თვეში 60 ლარი გამოვა.
დაახლოებით ანალოგიური სისტემა მოქმედებს სომხეთშიც, თუმცა იმ განსხვავებით, რომ დასაქმებული საპენსიო ფონდში ხელფასის 5 %-ს რიცხავდა. 5 %-საც სახელმწიფო ამატებდა. მიმდინარე წლის თებერვლიდან ეს თანაფარდობა შეიცვალა და დასაქმებული საპენსიო ფომდში ხელფასის 2,5 %-ს რიცხავს. სახელმწიფოს წილი კი 5 დან 7.5% -მდე გაიზარდა. განსხვავებაა ისიც, რომ შენატანების ადმინისტრირებას ფრანგულ Amundi და გერმანულ C-Quadrat დაევალათ. დაგროვებითი პენსიის გარდა სომხეთში ისევე როგორც საქართველოში გაიცემა ე. წ. სოციალური პენსიაც, რომელის საშუალო მოცულობა როგორც უკვე ითქვა დაახლოებით, 84 $-ის ეკვივალენტია.
რაც შეეხება აზერბაიჯანს. აზერბაიჯანის შრომისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრის სახილ ბაბაევის განცხადებით, მიმდინარე წელს საშუალო პენსია აზერბაიჯანში 240 მანათს ( 140 $) გაუტოლდება. 14 ,9 %-ით ანუ 133 მანათამდე (78$) იზრდება მინიმალური პენსიაც. აზერბაიჯანის მთავრობის ინფორმაციით 2019 წელს პენსიონერების საარსებო მინიმუმი 149 მანათით ანუ დაახლოებით 87 $- ით განისაზღვრა. აზერბაიჯანის სტატისტიკური სამსახურის მონაცემებით მიმდინარე წელს აზერბაიჯანში 1,2 %-ით შემცირდება და 1 287 ათსს ადამიანს გაუტოლდება. საინტერესოა, რომ ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, სამომხმარებლო კალათის მოცულობა აზერბაიჯანში დაახლოებით 150 მანათს, ანუ 87 დოლარს შეადგენს.